,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016405
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო  საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში  (www. matsne.gov.ge,12/12/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება''

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის საქმიანობას.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:

ა) სათაური, პირველი  და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურა

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსის), მეორადი  სტრუქტურული ერთეულებისგან (შემდგომ  განყოფილება)  და მოხელეებისაგან.

2. მეორადი სტრუქტურული  ერთეულებია(განყოფილებებია):“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით  და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“;

 გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების  წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.01.2018.
როდის იქნა მიღებული „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.01.2018. მიმღები ორგანო — ცაგერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.116.016405.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №20, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016405 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4024651/