,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 25 იანვარი ქ. ცაგერი |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 12/12/2017წ ., სარეგისტრაციო კოდი : 010260020.35.116.016368) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. დადგენილების :
ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
ბ ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება “.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის :
ა ) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მერიის , მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლებთან დადგენილი წესით საქმისწარმოებას , მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან , მოქალაქეებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან , სამართლებრივ მომსახურებას , მერიის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში , აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას , საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას , მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას .“;
ბ ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს დაადგენილებით .“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლის :
ა ) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი ), პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (შემდგომში – სამსახურის უფროსის მოადგილე ), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება ) და მოხელეებისაგან .
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (განყოფილებებია ):“;
ბ ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა -განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად .“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„თ ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და პირველად სტრუქტურულ ერთეულებს შორის , მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან “.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -4 მუხლის მე -2 პუნქტის „ა “ – „ვ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა ) წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის ;
ბ ) უნაწილებს ფუნქციებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს ;
გ ) მერს წარუდგენს წინადადებებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების , დისციპლინური პასუხისმგებლობის , შვებულების , სამსახურებრივი მივლინების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;
დ ) განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს , ფორმებსა და მეთოდებს ; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ;
ე ) მერს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;
ვ ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ;“
7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -7 მუხლის პირველი პუნქტის :
ა ) „ა “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა ) საკრებულოს თავმჯდომარის , მერის , მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების და მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების ), ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ;“
ბ ) „ე “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ე ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ;“
8. მე -9 მუხლის ,,გ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„გ ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების , მეორადი სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობას ;“.
|