,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016400
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №50 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 12/12/2017წ . სარეგისტრაციო კოდი : 010260020.35.116.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. დადგენილების :

ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “

ბ ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  ,,მუხლი 1

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება “

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას .“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლის :

ა ) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსის ), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (შემდგომ – განყოფილება ) და მოხელეებისაგან .

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (განყოფილებებია ):“;

ბ ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად .“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა