📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2018
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2018
matsne.gov.ge 2,132 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 29.12.2017 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 22.07.2022 მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.11.2017 გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 14.11.2017 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2018 წლის 26 იანვარი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ „თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის  12 სექტემბრის №28  დადგენილება. (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016113 ვებგვერდი, 17/09/2014). მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება- მოვალეობას  და  მუშაობის  ორგანიზებას.  მუხლი 1🔗. თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. 2.  სამსახური  საქმიანობას წარმართავს  მოქმედი კანონმდებლობის,  მერიის  დებულების, ამ  დებულებისა  და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.  სამსახურის   საშტატო   განრიგი   და   მოხელეთა   თანამდებობრივი   სარგოები   განისაზღვრება   მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან (შემდგომში – განყოფილება). 2. სამსახურის შემადგენლობაში შედის შემდეგი განყოფილებები: ა) საფინანსო-სახაზინო განყოფილება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილება; 3.  სამსახურის  საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, საბიუჯეტო სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია  მერის  წინაშე.  სამსახურის  უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  სამსახურის ერთ-ერთი  განყოფილების  უფროსი.   4. სამსახურის განყოფილება შედგება  განყოფილების  უფროსისა და  განყოფილების  მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  განყოფილების ყველაზე მაღალი რანგის მქონე მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის  შესახებ"  საქართველოს  კანონის შესაბამისად.  მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერი  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებს; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს  მათ  მიერ  გაწეული  მუშაობის  შესახებ,  კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ზ) თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ი) ახორციელებს კანონმდებლობით,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 4🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე  ნიშნავს  და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს   თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერი.   2. განყოფილების  უფროსი  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; პასუხს აგებს განყოფილების მიერ ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.  მუხლი 5🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები სამსახური,  მისი  საქმიანობის ძირითადი  ამოცანებიდან  გამომდინარე,  ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ადგენს   თერჯოლის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც: ა.ა)  თერჯოლის  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პროექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები; ა.ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან ერთად, ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს; ა.გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; ა.დ) უზრუნველყოფს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება- დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად; ა.ე) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად; ა.ზ) სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად განსახილველად წარუდგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერს; ა.თ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – ინფორმაციას საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების  შესახებ,  განწერაში  ცვლილების შესატანად; ა.ი) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ბ) ახორციელებს   თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც: ბ.ა) აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს; ბ.ბ) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების ან თვეების მიხედვით; ბ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; ბ.დ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ბ.ე) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ბ.ვ) დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; ბ.ზ) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის  შესახებ,  ახორციელებს  სარეზერვო  ფონდიდან სახსრების გამოყოფას; გ) სამსახური ახორციელებს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც: გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; გ.ბ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ; გ.გ) ადგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს და წარუდგენს მერს შემდგომ საკრებულოზე წარსადგენად; დ) ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშგებებს; ე) უზრუნველყოფს ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას; ვ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; თ) ამუშავებს საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს. უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას; ი) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის მერიის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა    და   სხვა   არასაგადასახადო   შემოსავლების   სახით,    თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ; კ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადაცემას, მათ შორის, ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა  დოკუმენტების  შენახვას. მუხლი 6🔗. საფინანსო-სახაზინო განყოფილება 1. ბიუჯეტის  დაგეგმვას და ანალიზს  სამსახური  უზრუნველყოფს დადგენილი წესით : ა)  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;  ბ)  თერჯოლის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის  გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის  ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს; დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას საბიუჯეტო ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით; ე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან და თერჯოლის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებასა და დამუშავებას; ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას – განსაზღვრავს შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებას და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს, შემდგომში მერისთვის წარსადგენად. ამზადებს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ მერის ბრძანებისა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს; ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ განწერას; თ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას; ი) კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის; კ) დადგენილი წესის შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით; მ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას და ცვლილებების გადაცემას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის; ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას. უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, სარეზერვო ფონდის ანგარიშს, წარუდგენს მერს შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად; ო) წინადადების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; პ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. 2  სახაზინო საქმიანობისას სამსახური ახორციელებს: ა) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, რისთვისაც ყოველდღიურად ამუშავებს სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ ამონაწერებს და უზრუნველყოფს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას; ბ) შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ხელშეკრულების პროექტის ანალიზს. რისთვისაც: ბ.ა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ორგანიზაციულ/პროგრამულ კოდს, საიდანაც უნდა განხორციელდეს პროგრამა; ბ.ბ) მომზადებული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას ვიზირებისათვის; ბ.გ) ამზადებს ხელშეკრულებების რეესტრს შემუშავებული ფორმის მიხედვით; გ) საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის: გ.ა) სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (ა(ა)იპ-ებიდან) – თერჯოლის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე; გ.ბ) წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტების სისრულის და სისწორის (ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების შესაბამისობა;  საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა) შემოწმებას პროგრამულ ბაზებში. დ) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას კანონმდებლობით გათვალისწინებული  ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის: დ.ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილებიდან –  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე; დ.ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (ა(ა)იპ-ებიდან) – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე; ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილებიდან წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ხელშეკრულებებთან და ვალდებულებებთან (წარმოებული რეესტრის მეშვეობით); ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და სამსახურის ხელმძღვანელისათვის წარდგენას. ზ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 7🔗. ბიუჯეტის შესრულების  კონტროლი  1. ბიუჯეტის შესრულების კონტროლს სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, რისთვისაც ყოველდღიურად ამუშავებს სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ ამონაწერებს და უზრუნველყოფს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გასაწევი ან/და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებას; დ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილება ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილება  უზრუნველყოფს: ა)  საბუღალტრო აღრიცხვას; ბ)  ბიუჯეტით  გათვალისწინებული  ასიგნებების  შესაბამისად  ხარჯის  გაწევას,  ფინანსური ოპერაციების წარმოებას; გ) მერიის მიერ აღებული და გაცემული სესხების  მართვას; დ) მერიის ბალანსზე აღრიცხული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ვ) სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეტანას და სამსახურის შესაბამისი განყოფილებისთვის გადაცემას, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში; თ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა  და  ვალდებულებებით  ოპერაციების  ყოველდღიურ აღრიცხვას; ი) დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას; კ)  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და  სხვა  გასაცემი  თანხების  თავისდროულ  დარიცხვას,  უწყისების  შედგენას  და გაცემას; ლ) საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;   მ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას და შესაბამის განყოფილებაზე გადაცემას; ნ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას; ო) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; პ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; ჟ) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; რ) მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს  კანონმდებლობით  დადგენილი  პროცედურების  სწორად  განხორციელების  საკითხებზე; ს) წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ აღრიცხვას; ტ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.