ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2018
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარელის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2018 წლის 25 იანვარი
დაბა ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20.08.2014 წ., 010260020.35.115.016139) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების სამსახური
1. მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრსატრუქტურის განვითარებას და კეთილმოწყობას, ქონების აღრიცხვასა და მართვას, მოსაკრებლების ადმინისტრირებას და კონტროლს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით ხოლო თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება „მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან. (ტექსტში შემდგომ – განყოფილება)
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
ბ) მოსაკრებლების ადმინისტრირების და კონტროლის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულები 12-ე მუხლით და სამუშაოთა აღწერილობით.
5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულების, და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის-ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა პატრონობას;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) უზრუნველყოფას;
ე) წინადადების შემუშავებას ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ვ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ზ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება
სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) რეკომენდაციების შემუშავების მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე.
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗
მოსაკრებლების ადმინისტრირების და კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებების შემუშავებას;
ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და განაკვეთების შემუშავებას კანონით გათვალისწინებულ ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების უზრუნველყოფას;
დ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ე) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.