თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2018
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2018 წლის 26 იანვარი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერისა და მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
თავი II
სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 2🔗.
სამსახურის შემადგენლობა
სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
თავი III
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენი აქტების მომზადებასა და სამართლებრივ გამართულობას;
გ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;
დ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;
თ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, განთავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
ი) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 4🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) გადაწყვეტილებებს იღებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს;
ზ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;
ი) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი რანგით მაღალი მოხელე მერის დავალებით.
მუხლი 5🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზედმიწევნით შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) ეკონომიურად და რაციონალურად გამოიყენონ მუნიციპალური ქონება.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.