📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2018
ძალის დაკარგვა 22.02.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016299
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 391 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2018 მიღება
22.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №71 2018 წლის 25 იანვარი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს: ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვმ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K. მუხლი 2🔗 ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით. პროექტი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № ქ. ვანი „ _____“ იანვარი 2018 წელი. მუხლი 3🔗 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100. მუხლი 4🔗 მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn=Img x ITL x C x K, სადაც: ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს; ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს; გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით; დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით; ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი). მუხლი 5🔗 დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4,00 ლარით; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 6,00 ლარით; დ) დასახლებათა შორის არეალებში – 3,00 ლარით“. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 მარტის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016240). მუხლი 7🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ (გ. გოგიბერიძე). მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი