1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ
მიღების თარიღი 20.04.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 25/04/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 58.5pt 45.0pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების, მისი შედეგების აღმოფხვრის, ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებისა და იმ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან 1991-1992 წლების ტრაგიკული მოვლენების შედეგად გამოწვეული კონფრონტაციის პერიოდში ჩადენილი ქმედებების გამო.
1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირსპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი.
მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ მრავალჯერ გამოხატა თავისი ნება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით, 1991-1992 წლებში საქართველოში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების პოლიტიკური შედეგები დღემდე არ არის აღმოფხვრილი, რაც ხელს უშლის ქვეყნის სულიერ ერთიანობას და სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესს.
საქართველოს პარლამენტი 1991-1992 წლებში დაწყებულ სამოქალაქო დაპირისპირებას განიხილავს როგორც საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ პერიოდს, როცა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ურთულესი და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები.
საქართველოს პარლამენტი პატივს მიაგებს ძმათა შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულთა ხსოვნას, რომლებიც სამშობლოსათვის იბრძოდნენ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, და მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სამოქალაქო კონფრონტაციას.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაგმობილ იქნეს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.
2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს:
ა) ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 1 ივლისამდე განიხილოს და გადაწყვიტოს განსასჯელთა და საქართველოში თუ მის გარეთ მყოფი ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით;
ბ) 2000 წლის 10 ივლისამდე უზრუნველყოს იმ პირთა სიის გამოქვეყნება, რომელთა მიმართაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ.
3. საქართველოს პარლამენტმა 2000 წლის 20 მაისამდე შექმნას ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც უზრუნველყოს ეროვნული თანხმობის პროცესის გაგრძელებას და სამოქალაქო დაპირისპირების დასრულებას ამ დადგენილებაში ასახული მოთხოვნების, პრინციპებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 20 აპრილი
№262–IIს