შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების ცვლილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარბიტრაჟო პალატის
განცხადება
მუხლი 1 . შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებას (გამოქვეყნებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 07.02.2011 წელს) დაემატოს 151 მუხლი:
„მუხლი 151. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე
1. 10 000 ლარამდე დავის საგანზე საარბიტრაჟო სარჩელის განხილვა არბიტრაჟს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობოთ მხარეებს.“.
მუხლი 2. ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.