,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.103.016272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2018 წლის 29 იანვარი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 22 ნოემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.11.2017, სარეგისტრაციო კოდი:010250040.35.103.016242) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის მე-2 მუხლის, მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

„ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;“

2. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის მე-2 მუხლის, მე-7 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,თ) მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;“

3. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის მე-9 მუხლის, მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,ბ)კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიას,   ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;”

4. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 36-ე მუხლი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია

1.საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

2. ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც).საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეული საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.

3.საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

4. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები.

5. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით)ფრაქციებად გაერთიანება ფრაქციას აქვს სახელი.

6.ფრაქციას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური პლატფორმა და წესდება.

7.ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმით განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა ძირითადი საერთო პოლიტიკური მიზნები და მათი მიღწევის მეთოდები.

8.ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი პირების და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

9.  საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

10.ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარის, მოადგილის და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება , ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა.

11. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და მოადგილეს.  ფრაქციის თავმჯდომარე რეგისტრაციისათვის საკრებულოს თავმჯდომარეს , საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა,მოადგილის და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის წესდება.

13. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა  კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული განცხადება, პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას.  კომისია განცხადების, პოლიტიკური პლატფორმისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად

14.ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის ხელმძღვანელი პირების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.“

5. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის მე-39 მუხლის, მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„2. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.“

6. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 45-ე მუხლის, პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

,,ო) ქმნის საკრებულოსა და მერიის წევრებისაგან შემდგარ ერთობლივ (შერეულ) კომისიებს;“

7. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 51-ე მუხლის, პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

 ,,ბ)იღებს გადაწყვეტილებებს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში  დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;“

8. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 51-ე მუხლის, პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,დ) განიხილავს მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომისიების დასკვნებს და აღნიშნულის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  თანხმობის მიცემის შესახებ;“    

9. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 62-ე მუხლის, მე-4 პუნქტი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,4.საკრებულოს წევრის წერილობითი შეკითხვა აღმასრულებელ ორგანოს მიმართ ინტერპელაციის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს ფრაქციას ან კომისიას, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და მოტივირებული.  წერილობითი მოთხოვნა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ინტერპელაციაში დასმული საკითხის მომზადებისათვის აწესებს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეზე მეტს.  საკრებულოს აპარატი ინტერპელაციის დოკუმენტს უგზავნის ადრესატს და მიუთითებს მისი მომზადების ვადებს. ინტერპელაციის საკრებულოს სხდომაზე განხილვა წარმოებს იგივე პროცედურული წესებით, რომელიც განსაზღვრულია საკრებულოს წევრის შეკითხვისათვის. ინტერპელაციის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს მისი აღძვრის მომენტიდან. ინტერპელაცია შეიძლება გახდეს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი, რომელიც განსაკუთრებული პროცედურული წესით განიხილება.“   

10. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 72-ე მუხლის, მე-4 პუნქტი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.“

11. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის მე-80 მუხლის, მე-5 პუნქტი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,5.საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შეგროვებისათვის ეძლევა არაუმეტეს ერთი თვისა, რომლებმაც ამ ვადაში უნდა წარუდგინონ საკრებულოს თავმჯდომარეს სულ მცირე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20% ხელმოწერა მაინც, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი მოითხოვენ მერისთვის უნდობლობის გამოცხადებას.”

12. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 97-ე მუხლის, მე-6 პუნქტი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

,,6. თუ მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულოს წევრი, ფრაქცია, უმცირესობა ან უმრავლესობა მოითხოვს  სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, მაშინ  სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კამათის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა“.

13. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 107-ე მუხლის, მე-3 პუნქტი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,3.საკრებულოს კონტროლის განხორციელების ფორმებს მიეკუთვნება სადეპუტატო შეკითხვები, ინტერპელაცია, პეტიცია, გადაყენების მოთხოვნა და მერისთვის უნდობლობის გამოცხადება, რომელთა პროცედურული რეგულაცია განსაზღვრულია ამ რეგლამენტით.“

14. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 109-ე მუხლის, მე-2 პუნქტი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს  მიკუთვნებულ სფეროში საკრებულოსა და მერიის  მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტების აღსრულების მდგომარეობას.“

15. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 110-ე მუხლის, მე-2 პუნქტი    ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  

,,2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერიის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში).“

16. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის 121-ე მუხლის, მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად, გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.“

17. დადგენილებით დამტკიცებული   რეგლამენტის 121-ე მუხლის, მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.“

18. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 144-ე  და 145-ე მუხლი,   
19. დადგენილებით   დამტკიცებული   რეგლამენტის XXIV  თავი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,XXIV  თავი

დასკვნითი    დებულებები.

მუხლი 144. რეგლამენტის მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1.  საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

2. რეგლამენტის დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკრებულო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე;

3. რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;

გ)საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით;

დ) პეტიციის წესით.

4.    საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, რომელიც რეგლამენტის მიღებისთვისაა განსაზღვრული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე