„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.103.016274
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2018 წლის 29 იანვარი

დაბა მესტია

 

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“  მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.11.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.103.016242) ცვლილება შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან – მერიის სამსახურებისაგან (შემდგომ – მერიის სამსახური), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) და მერის დავალებების შესრულებას.“.

2. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მეორე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

            „თავი II

მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები

1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის მოადგილე;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მერიის სამსახურის უფროსი (შემდგომ – სამსახურის უფროსი).

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13 საშტატო ერთეულს.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მესტიის მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი და უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 7. მერის კომპეტენციები

1. ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ ითვალისწინებს მერის კომპეტიენციების განსაზღვრას საქმიანობის სფეროების მიხედვით , რომლის საფუძველზე წარმოებს მისი უფლებამოსილებათა განხორციელება .

2. საქმიანობის სფეროების მიხედვით მერის უფლებამოსილებებს მიეკუთვნება :

ა ) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფერო , რომელიც მოიცავს :

ა .ა ) საერთო ხელმძღვანელობასა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის გაწევას;

ა .ბ ) მერიის დებულებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებების საკრებულოს წინაშე დასამტკიცებლად წარდგენას;

ა .გ ) მერიის თანამდებობის პირების კონკურსის გარეშე თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გ ათავისუფლებას; მერიის თანამდებობის პირების კონკურსის გარეშე თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ;

ა .დ ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით , მერიის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა სა და თანამდებობიდან გათავისუფლება ს.

ა .ე ) მერიის თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეებისათვის ფუნქციების განაწილება ს და დავალებების მიცემას , აგრეთვე მათი ანგარიშების მოსმენა ს გაწეული მუშაობის შესახებ ;

ა .ვ ) მერიის დებულებით დადგენილი წესით მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირების განხორციელებას , გარდა ამ პუნქტის „ა .ა “−„ა .გ “, „ბ .ა “−„ბ .გ “, „დ .კ “, „ე .ვ “ და „ე .ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა , აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა , რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს ;

ა .ზ ) მერიის მოსამსახურეთა წახალისება სა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ;

ა .თ ) მერიის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების , აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება ს;

ა .ი ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებას.

ბ ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში :

ბ .ა ) საკრებულოსა და ამომრჩეველს წელიწადში ერთხელ მაინც , არაუგვიანეს 1 ნოემბრისა , მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ ;

ბ .ბ ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ .გ ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით , საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი , უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს ;

ბ .დ ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების აღსრულებას.

გ ) საფინანსო -საბიუჯეტო სფეროში :

გ .ა ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს ; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ;

გ .ბ ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ;

გ .გ ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად , საკრებულოს მიერ დადგენილი წესით , მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ ;

გ .დ ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების , ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს ;

გ .ე ) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ .ვ ) არაუგვიანეს თებერვლისა , საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს ; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;

გ .ზ ) ადმინისტრაციული წესით დადოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულებები ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევის , საექსპერტო -აუდიტორული შემოწმების და პირდაპირი წესით განსახორციელებელი შესყიდვების თაობაზე .

დ ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში :

დ .ა ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ .ბ ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს : კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ ; კანონის შესაბამისად , კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ ; მეწარმე იურიდიული პირის წილის აქციების შეძენის შესახებ ;

დ .გ ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით , პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ ;

დ .დ ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით , პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს ;

დ .ე ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის /სარგებლობის უფლებით მიმღების /მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული /დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი ;

დ .ვ ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან /და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების ) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი , გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა ;

დ .ზ )„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად , საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების გასხვისების შესახებ ;

დ .თ ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას ;

დ .ი) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე ;

დ .კ ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე ;

დ .ლ) უზრუნველყოფს დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე ) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში :

ე .ა ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ;

ე .ბ ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას , მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს , მათ შორის , რწმუნებებს (მინდობილობებს ), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ;

ე .გ ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ -ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების , სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას , საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას ;

ე .დ ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს ;

ე .ე ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ;

ე .ვ ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად , შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს ;

ე .ზ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან /და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის , შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ) მიზნით, ქმნის კომისიებს , რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით /უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან /და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ;

ე .თ ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ;

ე .ი ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე -16 და მე -17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ;

ე .კ ) ახორციელებს ამ კანონით , მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი . მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით .

4. მერი , ამ დებულებით დადგენილი წესით , ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე .“.

6. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას, მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე, ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“.

7. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მერი თემებისა და სოფლების თვითმმართველ (ადმინისტრაციულ) ერთეულებში, ადგილობრივი საკითხების რეგულირებისა და მოსახლეობის პრობლემების დროულად და ეფექტიანად გადაჭრის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს თავის წარმომადგენელს, რომელიც არის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელე.“.

8. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) საფინანსო სამსახური.“

9. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

1. მერიაში საჯარო  მოხელის კატეგორიას არ მიეკუთვნება:

ა) მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო საწარმოს ხელმძღვანელი.

2. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, ხოლო კერძო საწარმოს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.“

10. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისთვის“.

11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 28-ე მუხლის პირველი პუქნტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერი უფლებამოსილია შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები და დასამტკიცებლად წარუდგინოს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“.

12. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ც) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია“.

13. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების 38-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ აქტებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი“.

14. ამოღებულ იქნეს დადგენილების 45-ე მუხლი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე