„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016926
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №20

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №90 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/08/2015, 010340020.22.038.016505) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი გეგმის შემუშავება;

ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და საქმიანობის შეფასების პროცესის მონიტორინგი;

გ) მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა;

დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

ე) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების ელექტრონული პროგრამის დანერგვა და მონაცემების პერიოდული განახლება;

ვ) სამინისტროს სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

ზ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;

თ) საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა, საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;

ი) არსებული ადამიანური რესურსების სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი, მოსამსახურეთა მოსაზრებების პერიოდული კვლევა და ანალიზი, შეფასება და რეკომენდაციის შემუშავება;

კ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი პერიოდული განახლების ორგანიზება;

ლ) შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;

მ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;

ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის, შესაბამისი წარდგინების მომზადება და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება;

ო) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად წვევამდელების სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოება, დოკუმენტების მომზადება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილებისა (მათ შორის, მიმაგრება) და დათხოვნის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ელექტრონული ბაზების წარმოება, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერა წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ;

პ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური საკითხების გადაწყვეტა, საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის წლების მიხედვითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

რ) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის მოსამსახურეების სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზება;

ს) სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

ტ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

უ) სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ქ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადება, გაცემა და აღრიცხვა;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, სამსახურის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სამსახურის მოსამსახურეები, გარდა სამსახურის უფროსისა, თავიანთ საქმიანობას, ძირითადად, ახორციელებენ პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით.“.

 

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წამყვანი სპეციალისტები;

ბ) უფროსი სპეციალისტები;“.

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი