„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016956
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №50

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340000.22.038.016470) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის:

ა) „თ-ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მიერ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ი) დაწესებულებაში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაწესებულების ფარმაცევტული პროდუქტის, სამედიცინო სახარჯი მასალის და დამხმარე საშუალებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში აღრიცხვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარმოების კონტროლი;“.

2. 121 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მიერ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი მათ მიერ განხორციელებულ საექიმო საქმიანობასთან და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ექიმთა პროფესიული საქმიანობის საკითხის განხილვის თაობაზე მიმართვა;“;

გ) „ე-თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჭიროების შემთხვევაში  დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გარდაცვალების ცალკეული შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ)  დაწესებულებაში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

თ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში/სამედიცინო ნაწილში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პერიოდული და შერჩევითი კონტროლი;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, დაწესებულებებში კონტროლს უწევს საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის, სამედიცინო სახარჯი მასალისა და დამხმარე საშუალებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში აღრიცხვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარმოებას;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;“.

3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გენერალური ინსპექციის უმცროსი ინსპექტორები;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.02.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №50. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.038.016956.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №50, 08.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016956 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4029535/