„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2018 წლის 26 იანვარი ქ. საგარეჯო |
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;“.
2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;“.
3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;“.
4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის v1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს.
2. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის წესი, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.“.
5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 105-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მერისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი“.
6. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 116-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონტროლი მერიის საქმიანობაზე“.
7. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლის მე-10, მე-12 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას ან საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მერს. საკრებულო საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის საკრებულოს შესაბამის კომისიას.“.
„12. მერი ვალდებულია განიხილოს საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.“.
„14. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის მერს პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ფორმის დამტკიცება.“.
8. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 126-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას“.
|