„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №17

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016472) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-9 მუხლჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

1. სამსახური:

ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

გ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას;

დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით;

ე) აფასებს ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობას, სიზუსტესა და სისრულეს;

ვ) აფასებს სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობას;

ზ) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზსა და მათ პრევენციას;

ი) შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და ანალიზს; მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით; 

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტორულ შემოწმებას აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ლ) მინისტრის დავალებით, უზრუნველყოფს არაგეგმური აუდიტის განახორციელებას;

მ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული და სხვა), მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ნ) უფლებამოსილია მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში დაცული დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ო)  უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;

პ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

რ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული დავალებების შესრულებას.

2. სამსახურის მოსამსახურეები, გარდა სამსახურის უფროსისა, სამსახურებრივ საქმიანობას ძირითადად ახორციელებენ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით.

3. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, სამსახურის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) წამყვანი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

4. მე-14  და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  14

სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

ა) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;

ბ) ახორციელებს შიდა აუდიტს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოფს მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობის დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) ვალდებულია არ გაასაჯაროოს შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში მიღებული ინფორმაცია შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) იცავს შიდა აუდიტის სტანდარტებს, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ჰარმონაზაციის ცენტრის მიერ დამტკიცებულ შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგიას;

ზ) უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

თ) ასრულებს მინისტრისა და სამსახურის უფროსის შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 15

სამსახურის უფროსი სპეციალისტი:

ა) ახორციელებს შიდა აუდიტს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ბ) უზრუნველყოფს მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობის დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

გ) ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) იცავს შიდა აუდიტის სტანდარტებს, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ჰარმონაზაციის ცენტრის მიერ დამტკიცებულ შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგიას;

ე) უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ვ) ასრულებს მინისტრისა და სამსახურის უფროსის შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი