„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.038.016918
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №12

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2015, 010320040.22.038.016464) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.

2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

კ​) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ლ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;

ნ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ო) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

პ) ციხის ევროპული წესები;

ჟ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

რ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.

2. იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

თ​) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;

ლ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

მ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ნ) ციხის ევროპული წესები;

ო) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

პ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) სასამართლოებთან ურთიერთობის გამოცდილება;

ვ) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.

2. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“;

ზ) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ი) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;

კ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო კოდექსი“ (წიგნი მესამე);

მ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;

ნ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ო) საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“;

პ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“;

ჟ) საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“;

რ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ს) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ტ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;

უ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ფ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ქ) ციხის ევროპული წესები;

ღ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).“.

4. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

1. იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.

2. იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

თ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;

ი) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

კ​) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ლ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

მ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანება;

ნ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;

ო) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

პ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ჟ) ციხის ევროპული წესები;

რ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

ს) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.

მუხლი 13

1. იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში;

გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.

2. იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

თ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;

ი) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ლ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანება;

ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;

ო) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

პ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ჟ) ციხის ევროპული წესები;

რ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

ს) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.01.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.038.016918.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №12, 30.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016918 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4030034/