1. საკრებულოს კომისიებია:
ა) იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია;
გ) ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია;
დ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია;
ე) შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ