ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.144.016319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №4

2018 წლის 26 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის  №34 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“   (www.matsne.gov.ge, 22/11/2017 010260000.35.144.016302) და დადგენილების  დანართი №1-ით დამტკიცებულ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჯ“ პუნქტი:

„ჯ) რეგულარულად განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, წარმოადგინოს წერილობითი ინფორმაცია არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი