„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016275
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2018 წლის 26 იანვარი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1
1.საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 11/12/2017. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016259) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.
მუხლი 2
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობებს.“.

 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

1. საკრებულოს აპარატის დებულება და საშტატო ნუსხის დამტკიცება ხდება საკრებულოს მიერ.“.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. აპარატის საჯარო მოსამსახურეები:

1. აპარატის საჯარო მოხელეებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

დ) საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ე) აპარატში შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი მოხელეები.

2. „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ თანახმად, საჯარო მოხელეების მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე’’.

 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას დაემატოს 51 მუხლი.

,,51. აპარატის სტრუქტურული ერთეულები

 1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო განყოფილება;

ბ) სამდივნო’’.

5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (აპარატის უფროსი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი):

ბ) საჯარო სამსახურის შესახებ კანონი’’-ს შესაბამისად პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი) შეიმუშავებს შინაგანაწესს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად’’.

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ შესაბამისად მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (განყოფილების უფროსი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე“.

8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6. საორგანიზაციო განყოფილება

1. საორგანიზაციო განყოფილება:

1.1. ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

1.2. უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას.

1.3. ორგანიზაციას  უწევს  სხდომებზე  მოწვეულ  პირთა  გაფრთხილებას  და  მოწვევას,  ახდენს მათ რეგისტრაციას;

1.4. ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

1.5. ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

1.6.ზედამხედველობას უწევს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის

 ვადების დაცვას;

1.7. ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

1.8. ახდენს საკრებულოს კომისიებიდან და მერიიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების, შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს  ბიუროს  სხდომაზე  განსახილველად;

1.9. ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხვა დავალებებს, რაც უკავშირდება მათი უფლებამოსილებების განხორციელებას;

 1.10. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

1.11. უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირებას საკრებულოში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ;

1.12. ორგანიზებას უწევს საკრებულოში ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

1.13. ორგანიზებას უწევს თანანმდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

1.14. ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

1.15. აკონტროლებს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

1.16. უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს, საკონსულტაციო საბჭოებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების  პროექტების მომზადებაში;

1.17. უზრუნველყოფს საკრებულოს წევრთა და საკრებულოს აპარატის მიმართ სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფას და მათთვის კონსულტაციების გაწევას;

1.18. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლოებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას;

1.19 .ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

1.20. მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაში; მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს; შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად იხილავს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას; მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე  შეიმუშავებს  და  შესაბამის  თანამდებობის პირებს რეაგირებისათვის უგზავნის რეკომენდაციებს;

1.21. უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირებას’’;

9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. სამდივნო

2. სამდივნო:

2.1. უზრუნველყოფს სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

2.2. ახდენს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების  რედაქტირებას  და  დოკუმენტალურ გაფორმებას;

2.3. უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და მერიისათვის.. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია/კომისიები, რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად. კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის/კომისიათა ადგილ სამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებების წარდგენის ვადა;

2.4. უზრუნველყოფს საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების და სხვა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით საკრებულოს დადგენილებების განთავსებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge  და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში;

2.5. უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და  სხვა  საკადრო  დოკუმენტაციის  შედგენას,  აღრიცხვასა  და  წარმოებას;

2.6. უზრუნველყოფს კანონით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციის გაცემას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მასალების მოძიებას და პასუხის გაცემას ადრესატისათვის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით, სათანადო ორგანოებში გაგზავნას და გამოქვეყნებას.

2.7. უზრუნველყოფს აპარატის უფროსისათვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას საქმისწარმოების პროცედურებთან და დოკუმენტბრუნვის წესებთან დაკავშირებით და ახორციელებს მასზე ზედამხედველობას;

2.8. ახორციელებს დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის, დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, ადმინისტრაციული წარმოების ზედამხედველობას;

2.9. უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

2.10. უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისთვის გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას და არქივის წარმოებას;

2.11. აფორმებს და ამზადებს საკრებულოს მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

2.12. მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით ახდენს საკადრო რესურსების და მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს; შეიმუშავებს წინადადებებს მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიულ ზრდასთან, მოხელეთა სწავლებასთან დაკავშირებით; ადგენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოხელეთა სიას; ამზადებს წინადადებებს მოხელეთა გადამზადების პროგრამათა განსაზღვრისათვის;

2.13. ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

2.14. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.15. აკონტროლებს საკრებულოს თანამდებობის პირთა დეკლარაციების წარდგენას კანონით დადგენილ ვადებში;

2.16. ახორციელებს კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში’’.

10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი  (აპარატის  უფროსი)

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი);

ბ) შეიმუშავეს შრომის შინაგანა წესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. მეორადი  სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი  (განყოფილების  უფროსი)

1. აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე’’.

12. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ა) აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 34-ე მუხლის შესაბამისად.

ბ) ხოლო მოხელის შეფასების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული საჯარო მოხელის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრლის 220 დადგენილებით’’.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია