„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.017466
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №05/ნ

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2011, 010240030.22.022.016062) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;

გ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; 

დ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ე) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 

ვ)  საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და  გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება;

ზ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კარიერის მართვა, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ი) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და  გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება, დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

კ) სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა პირადი საქმეების შექმნა და წარმოება;

მ)  სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვა და შემდგომი რეაგირება;

ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში მონაწილეობა;

ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და ამ მიზნით შესაბამისი  ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორატიული ფასეულობებისა და  კულტურის ჩამოყალიბება და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;

ს)  სამინისტროში ახლად მიღებულ  საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა;

ტ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე;

უ) სამინისტროში ადამიანური რესურსების გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი;

ფ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.  სხვადასხვა სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან   ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;

ქ) სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის გაცემა;

ღ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა;

ყ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შემდეგი ბაზების წარმოება:

ყ.ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ბ) სამინისტროში დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.დ) საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა  საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) ხელმძღვანელებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული მათი მოადგილეების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ვ) მინისტრის მიერ დანიშნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების/მივლინების შესახებ მონაცემთა ბაზა;

ყ.თ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) შესახებ მონაცემთა ბაზა;

შ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლისა და სპეციალური კითხვარის შევსების ორგანიზება;

ჩ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;

ც) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;

ძ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა   და მათზე რეაგირება;

წ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.01.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.022.017466.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/ნ, 30.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.017466 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4032063/