საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2018
ძალაში შესვლა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2018 წლის 26 იანვარი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №26 დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,13/12/2017წ., 010250020.35.165.016284).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით“, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის მისამართია: ქ.საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქუჩა №9.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.
2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება;
ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.
მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
დ) უზრუნველყოფს ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ყველა ოპერაციის განხორციელებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან საჯარო მოხელე.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
დ) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები.
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება.
ბ.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება.
გ. დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
დ. მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით;
ე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რისთვისაც:
ე.ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად;
ე.ბ) უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება – დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად;
ე.გ) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ე.დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში ასახავს: ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსური დახმარებას და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად.
ვ. სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენს მერს ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად წარსადგენად.
ზ. დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად.
თ ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც:
თ.ა) აღრიცხავს გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს;
თ.ბ) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლების ან თვეების მიხედვით;
თ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
თ.დ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
თ.ე) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
თ.ვ)დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს ხელშეკრულებების, ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;
თ.ზ) დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეკრულებების, ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;
თ.თ) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;
ი. ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც:
ი.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;
ი.ბ) იღებს ინფორმაციებს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;
ი.გ) ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს;
ი.დ) კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიანი კომპიუტერულ-საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას.
ი.ე)მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას მერიის შესაბამის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ;
ი.ვ)ამზადებს სამსახურში შექმნილ დოკუმენტებს არქივისათვის გადასაცემად, ასევე ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა დოკუმენტების შენახვას.
კ. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. განყოფილებების ფუნქციები
1. ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება ახორციელებს:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას ;
გ) ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას ;
ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას ;
ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენა – ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსება, შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიური განწერა;
თ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას ;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ;
კ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური სარეზერვო ფონდის ანგარიშის მომზადება;
ლ) მერის დავალების შესაბამისად ბრძანების პროექტის მომზადება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ;
მ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება .
2. სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიური აღრიცხვა ;
ბ) ხელშეკრულებების აღრიცხვა, ანალიზი და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება ;
გ) საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღება (სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (ა (ა )იპ -ებიდან) /შექმნა (ხელშეკრულებების, საბიუჯეტო რესურსების და საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისად) ელექტრონული სისტემის მეშვეობით კანონმდებლობის შესაბამისად ;
დ) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (ა (ა )იპ -ებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ;
ე) სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის შექმნა (დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ხელშეკრულებებთან და ვალდებულებებთან) კომპიუტერული ელექტრონული სისტემის მეშვეობით ;
ვ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური ან /და კვარტალური და წლიური ინფორმაციის მომზადება და საბიუჯეტო განყოფილებისთვის წარდგენა;
ზ) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან /იურიდიული პირებიდან წერილების მიღება, რომელსაც თან ერთვის სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია;
თ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგი მონაცემების შემოწმება :
თ.ა) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი თანხის შესაბამისობა აღებულ ვალდებულებასთან ;
თ.ბ) ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან;
თ .გ) რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან ;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში ;
კ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ;
ლ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ “ დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების აღრიცხვა;
მ) დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა;
ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული დარიცხვა, უწყისების შედგენა და გაცემა;
ო) საგადასახადო დეკლარაციის შედგენა და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენა ;
პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადება , მონაცემთა ბაზაში შეტანა ;
ჟ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა ;
რ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით ;
ს) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა ;
ტ) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩასაბარებლად მომზადება ;
უ) მეთოდოლოგიური დახმარება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე ;
ფ) წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა ;
ქ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება .
მუხლი 7🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.