📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2018
ძალაში შესვლა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
matsne.gov.ge 832 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2018 მიღება
05.02.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.10.2017 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 11.03.2020 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.12.2017 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 15.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2018 წლის 26 იანვარი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიის „განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის” თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის  №31 დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ, 010250020.35.165.016289). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი დანართი განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას,    ფუნქციებს  და უფლება-მოვალეობებს. 2. სამსახური წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ    ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) დაქვემდებარებაში არსებული განათლების (სკოლამდელი და სკოლისგარეშე), კულტურისა და სპორტის საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას და მუშაობს მათი განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებაზე, ხელმძღვანელობს კულტურისა (კულტურული მემკვიდრეობა) და ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებებით შექმნილი პროგრამების განხორციელებას. 3. სამსახური  თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს  „საქართველოს  კონსტიტუციით“,  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით 4. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 5.  სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქუჩა №9. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის  და საჯარო მოხელეებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს  პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ)  მერს პერიოდულად წარუდგენს  სამსახურის  მიერ  მომზადებულ  საკითხებს,  წინადადებებს,  დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ე) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის  დისციპლინის დაცვას; ვ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების  შექმნას; ზ) ხელს    უწყობს    და   ორგანიზაციულად   უზრუნველყოფს   საჯარო    მოხელეთა პროფესიულ განვითარებას; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები  სამსახურის ფუნქციებია: ა)  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ  პროგრამათა  შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია  და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე; ბ)  მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგი, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავება და განხორციელება; გ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  ბიუჯეტის  დაფინანსებაზე  მყოფი   განათლების, კულტურის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; დ)  განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი,  აგრეთვე სკოლისგარეშე), კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია; ე)  ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საჭიროებების გათვალისწინებით, სათანადო პროგრამების, პროექტებისა და წინადადებების შემუშავება, მათ განხორციელებაზე ზრუნვა; ვ) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო  და  არასამეწარმეო  იურიდიული  პირების  დაფუძნების, რეორგანიზაციისა  და ლიკვიდაციის საკითხებზე; ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მხრიდან სამუშაო გეგმების,  პროგრამებისა  და ბიუჯეტის პროექტების სამსახურთან  განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; თ) ხალხური  შემოქმედების,  თეატრალური,  მუსიკალური, სახვითი და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა; ი) ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ)  შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით, სოციალურად დაუცველთა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება-ორგანიზება; მ)  მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის ძეგლების შესწავლა, შენარჩუნება; სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ა.შ.) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია; ნ)  კულტურული მემკვიდრეობის  ობიექტების  გამოვლენა,  მუნიციპალიტეტის  მთელ  ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; ო)  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არსებული  ისტორიული  ძეგლების  აღრიცხვა,  ინფორმაციის დამუშავება და მათი მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდება (საჭიროებისამებრ); პ)  კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებაზე ზრუნვა, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობისადმი ხელშეწყობა, მუნიციპალური დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ჟ) განათლების,  კულტურის  (მათ  შორის,  კულტურული  მემკვიდრეობის)  და  სპორტის  სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; რ)  მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სამსახურის  დებულებაში  ცვლილებების   და  დამატებების  შეტანა  ხორციელდება  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.