საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2018
ძალაში შესვლა 05.02.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 120060000.35.165.016314
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 623 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2018 მიღება
05.02.2018 ძალაში შესვლა
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №17 2018 წლის 26 იანვარი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის  ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს  კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის  და მობილიზაციის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 06 დეკემბრის №30 დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 120060000.35.165.016288). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი დანართი სამხედრო აღრიცხვის,  გაწვევის  და მობილიზაციის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო  აღრიცხვის,  გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლებამოვალეობებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული  კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4.  სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. საგარეჯო, ლეონიძის ქუჩა №35 ю მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და საჯარო მოხელეებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს  ხელმძღვანელობს  პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის –  სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; დ) საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო  მოხელე. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა)  მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფა; გ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; დ)  სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე)    აქტიურ,   ინდივიდუალურ   და   ეროვნული   გვარდიის   რეზერვისტთა   შერჩევა,   მოზიდვა   და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ)  რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ)  მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   ჭაბუკებისა   და   წვევამდელი   ასაკის   მოქალაქეთა   ზუსტი აღრიცხვა; თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; ი)  მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება. კ)  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ლ)  სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო- სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; მ)   ომისა  და სამხედრო  ძალების  ვეტერანებისა და მათთან  გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; ნ)  სამართალდამცავი  ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ  სამხედრო  აღრიცხვიანობისა  და  სამხედრო  სამსახურში  გაწვევის შესახებ  სამართლებრივ აქტებს; ო)  საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება; პ) დადგენილი  წესით  სამობილიზაციო  რესურსების  აღრიცხვა,  გაწვევა  და ტექნიკის  მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ჟ) დადგენილი  ფორმის  ანგარიშების და მოხსენებების დროულად  და  ხარისხიანად   შედგენა   შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; რ)  გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზურნველყოფს  სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით. მუხლი 5🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სამსახურის   დებულებაში   ცვლილებების   და  დამატებების  შეტანა  ხორციელდება  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.