თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2018
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №208
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 903 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.05.2024 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 14.08.2020 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 22.07.2020 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.09.2022 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №208 2018 წლის 26 იანვარი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ”   საქართველოს   კანონის  25-ე  მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29  აგვისტოს №78 დადგენილება ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 08/09/2014 წ., სარეგ. კოდი:  010250020.35.157.016182). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,  სპორტისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახური (შემდგომში  –  „სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას, მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და განხორციელების ხელშეწყობა. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 5. სამსახურის მისამართია საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა/ხელშეწყობა; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაცია და საკონსულტაციო მომსახურება; ე) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) ჯანმრთელობის, სოციალური  დაცვისა  და  დასაქმების  მუნიციპალური  პროგრამების პროექტების  შემუშავებასა  და განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა; თ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის ხელშეწყობა; ი)  წინადადებების   შემუშავება ჯანმრთელობისა   და  სოციალური  დაცვის  დაწესებულებათა   შექმნისა  და რეორგანიზაციის საკითხებზე; კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზება; ლ)  განსაკუთრებით   ნიჭიერ  ბავშვთა,  სპორტსმენთა,   ახალგაზრდა  შემოქმედთა  გამოსავლენად  შესაბამისი გარემოს შექმნა და მათი ხელშეწყობა; ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; მ) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილება. მუხლი 4🔗. ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული  უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას; გ) სოციალური დაცის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას; დ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის პროექტების შემუშავებას; ე) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობას; ვ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ზ) ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და დასაქმების სფეროებში პრობლემების შესწავლასთან და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას; დ) ადგილობრივ დონეზე კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას; ე) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას; ვ) ადგილობრივ დონეზე სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას; ზ) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; თ) მასობრივი სპორტის განვითარების მომზადება/ხელშეწყობას; ი) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამების პროექტების მომზადებას; კ) ადგილობრივ დონეზე  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პრობლემების შესწავლას და წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ლ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, სპორტსმენთა, ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად შესაბამისი გარემოს შექმნასა და მათ ხელშეწყობას, ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას; მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. თავი III სამსახურის მართვა მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.