საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2018
ძალაში შესვლა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016317
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2018 წლის 26 იანვარი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის სფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქუჩა №9.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.
2. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და საჯარო მოხელეებისაგან.
მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) მუნიციპალიტეტში დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად, მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაწევა;
გ) განსახორციელებელი პროგრამების უზრუნველსაყოფად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა დაწესებულებებთან და იურიდიულ პირებთან;
დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა;
ე) რეკომენდაციების მომზადება სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების შემოღების თაობაზე;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის;
ზ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შესრულების უზრუნველყოფა;
ი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარება;
კ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება;
ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
მ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კოპეტენციის ფარგლებში;
ნ) სამსახურში შემოსულ განცხადებებზე და წერილებზე წინადადებებისა და პასუხების მომზადება.
ო) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
პ) სოციალურ საკითხთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა-ორგანიზება;
ჟ) სოციალურ საკითხთა სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება;
რ) სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ს) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა;
ტ) რეკომენდაციების მომზადება სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების შემოღების თაობაზე;
უ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის;
ფ) სამსახურში შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე წინადადებებისა და პასუხების მომზადება;
ქ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.