⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016313
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 622 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2018 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №209 2018 წლის 26 იანვარი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ”   საქართველოს   კანონის  25-ე  მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დებულება (დანართი 1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №79 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 08/09/2014 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016183). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახური 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურის მისამართია საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34. 5. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო სხვა რეკვიზიტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა; გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო  ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ)  სამობილიზაციო   რესურსების  (რეზერვის  ოფიცერთა,  რიგითთა,  კაპრალთა,  სერჟანტთა  და  ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; ი) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; კ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ლ) სავალდებულო  სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; მ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ნ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციის პროცესის ორგანიზება/ხელშეწყობა;  სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო  გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ო)   თეორიული    მეცადინეობის    მოწყობა   გაძლიერების   აპარატთან   და   თანამშრომლებთან,   რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; პ) ომისა  და სამხედრო  ძალების  ვეტერანებისა  და მათთან  გათანაბრებული  პირების  აღრიცხვა  და მათთან მუშაობის ორგანიზება; ჟ)  მოქალაქეთა   საჩივრების   და  განცხადებების   განხილვა,   შესაბამისი   ზომების  მიღება,  მასში  დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა უფლებამოსილების ფარგლებში; რ) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ს) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; ტ)  სამსახურის  კომპეტენციას  მიკუთვნებულ  საკითხებზე  გამართოს  თათბირები  და განახორციელოს  სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; უ)  მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. თავი III სამსახურის მართვა მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 4🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.