„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №06/ნ |
|
2018 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე
გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 18/12/2015; ს/კ: 430110000.22.022.017070) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე
გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა), შესაბამისი თვის (გარდა აგვისტოს და სექტემბრის თვეებისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები; გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტრო აგვისტოს თვეში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ ივლისის თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციით.“; 3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჯარო სკოლებისათვის სექტემბრის თვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე – წინა სასწავლო წლის 10 ივლისის მდგომარეობით და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ – 25 სექტემბრის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას არაუგვიანეს 29 სექტემბრისა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში – წინა სასწავლო წლის 10 ივლისის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა და ახალი სასწავლის წლის დაწყების შემდეგ 25 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|