საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2018
ძალის დაკარგვა 07.03.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016275
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №66
2018 წლის 31 იანვარი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 52-ე, 102-ე, 103-ე, 104-ე, 110-ე, 114-ე მუხლების, 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილების 35-ე მუხლის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 1 მაისამდე განხორციელდეს მერიის რეორგანიზაცია.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2018 წლის 1 მაისამდე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი
დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში –
გეგმა) შედგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სტრუქტურა
რეორგანიზაცია შეეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 3🔗.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1. მერიის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 მაისამდე.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მერიისა და მერიის რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის დებულებების პროექტების მომზადება და საკრებულოში წარდგენა, არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა;
ბ) მერიის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება და საკრებულოში წარდგენა, არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა;
გ) მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე, არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა;
დ) მერიის თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების თაობაზე მერის ბრძანების პროექტების მომზადება არაუგვიანეს2018 წლის 1 აპრილისა;
ე) მერიის თანამდებობათა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების თაობაზე მერის ბრძანების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილისა;
ვ) მერიის რეორგანიზაციის თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა;
ზ) რეორგანიზებულ სტრუქტურულ ერთეულები საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მობილობის წესით თანამშრომელთა გადაყვანის თაობაზე მერის ბრძანების პროექტების მომზადება, არაუგვიანეს 2018 წლის 15 აპრილისა;
თ) რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებათან დაკავშირებით მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების, მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის და თუ მობილობა შეუძლებელია, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ მერის ბრძანებების პროექტების მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის 15 აპრილისა;
ი) რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) რეორგანიზაციის დამთავრებისთანავე კონკურსების გამოცხადება.
მუხლი 4🔗.
რეორგანიზაციის პროცესში მერიის მუშაობის რეჟიმი
რეორგანიზაციის პროცესში მერია მუშაობს მერიისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძეიებების შესასრულებლად, ვადების დაცვით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. ამასთან, ამავე გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“-,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, დადგენილ ვადებში გამოსცეს შესაბამისი ბრძანებები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახური და რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული.