საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.038.016911
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.01.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.08.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №5
2018 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა ყოველთვიური დანამატის ზღვრული ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს სამინისტროს სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (გარდა პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურისა) ყოველთვიური დანამატის ზღვრული ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განისაზღვროს სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის იმ მოსამსახურეთა ყოველთვიური დანამატის ზღვრული ოდენობა, რომლებიც საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ახორციელებენ, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
განისაზღვროს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს, პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა და სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების სექტორის, სამინისტროს №2 და №8 პენიტენციური დაწესებულებების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დანამატის ოდენობა და გაცემის წესი №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
განისაზღვროს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობა №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა დანამატის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება პენიტენციურ დაწესებულებათა რისკის/ტიპისა და პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტის შესაბამისად.
2. ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა დანამატის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება მოსამსახურეთა დაკავებული პოზიციის, ფუნქციური დატვირთვის, სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე არსებული ამოცანების, დასაქმებულ მოსამსახურეთა რაოდენობის, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის, სირთულის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
3. ამ ბრძანების პირველი – მე-3 მუხლებით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს ეძლევა საანგარიშო თვის განმავლობაში მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ამ ბრძანების პირველი – მე-3 მუხლების შესაბამისად განსაზღვრული დანამატის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამსახურისა, რომლის თანამდებობისათვის/პოზიციისათვის ამ ბრძანების პირველი – მე-3 მუხლების შესაბამისად განსაზღვრულია დანამატი, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს/პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგენს მოხსენებით ბარათს საანგარიშო თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
2. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე, რომლის თანამდებობისათვის/პოზიციისათვის ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად განსაზღვრულია დანამატი, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს საანგარიშო თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ პუნქტის შესაბამისად, მიღებული მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, მოამზადოს და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი მის დაქვემდებარებაში არსებულ მოსამსახურეთათვის ამ ბრძანების შესაბამისად დანამატის დაწესების თაობაზე.
3. სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიღებული მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, მოამზადოს და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი მის დაქვემდებარებაში არსებულ მოსამსახურეთათვის ამ ბრძანების შესაბამისად დანამატის დაწესების თაობაზე.
4. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე, რომლის თანამდებობისათვის/პოზიციისათვის ამ ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია დანამატი, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს საანგარიშო თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
5. სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაბამის მოხსენებით ბარათს, იმ თვეში მის მიმართ არ გაიცემა ამ ბრძანების პირველი - მე-3 მუხლების შესაბამისად განსაზღვრული დანამატი.
6. ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოხსენებითი ბარათის მიღების შემდგომ, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი/სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალდებულია მოხსენებითი ბარათით, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიმართოს მინისტრს და წარუდგინოს დასაბუთებული შუამდგომლობა სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთათვის ამ ბრძანების პირველი – მე-3 მუხლებით განსაზღვრული დანამატის გაცემის შესახებ.
7. პენიტენციური დაწესებულების დირექტორისათვის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული დანამატის გაცემის შესახებ, მინისტრს შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
8. სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის, რომელიც შედის მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროში, ასევე სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი დანამატის გაცემის შესახებ, მინისტრს შუამდგომლობით მიმართავს შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილე, ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
9. მინისტრის მრჩევლის, სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის, რომელიც არ შედის მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროში, ამ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი დანამატის ოდენობა დგინდება მინისტრის მიერ, ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
10. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული შუამდგომლობებისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მინისტრის შესაბამისი რეზოლუციით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან კოორდინაციით, ამზადებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რითაც დგინდება სამინისტროს მოსამსახურეთათვის მიმდინარე თვის განმავლობაში ამ ბრძანების პირველი – მე-3 მუხლებით განსაზღვრული ყოველთვიური დანამატის ოდენობა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთათვის ამ ბრძანების პირველი – მე-3 მუხლებით განსაზღვრული დანამატის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას.
12. სამინისტროს მოსამსახურეს, ამ ბრძანების პირველი – მე-3 მუხლების შესაბამისად განსაზღვრული დანამატი არ ეძლევა სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერების პერიოდზე.
მუხლი 8🔗
ამ ბრძანებით გათვალისწინებული დანამატის გარდა, მოსამსახურეს აგრეთე შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა დანამატი.
მუხლი 9🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №86 ბრძანება.
მუხლი 10🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი