⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.01.2022)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2018
ძალის დაკარგვა 31.01.2022
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,120 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2018 მიღება
31.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2018 წლის 30 იანვარი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება, თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 აგვისტოს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010260030.35.142.016093). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და  მუნიციპალიტეტის სხვა კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით. 3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს მერიას. 4. სამსახურის და ფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.  5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი. 6. სამსახურის მისამართია ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, განყოფილებისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც მერიის მიერ არის ინიციირებული; ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოში მერის მიერ განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად; გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერიის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ; დ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე; ვ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ათანხმებს მათ საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს; ზ) ახორციელებს მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და სხვა ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას და მათ სამართლებრივ ექსპერტიზას; თ) შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს მერს; ი) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს; კ) ახორციელებს მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას და მათი რისკ -ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს. 2. იურიდიული სამსახურის ამოცანებია: ა) მერისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა; ბ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა; გ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციის მომზადება; დ) მერიის თანამშრომელთათვის კონსულტაციის გაწევა მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; ე) მონაწილეობა მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში; ვ) მერიის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებსა და დაწესებულებებში; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურის ხელმძღვანელი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც  ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ახორციელებს განყოფილების ხელმძღვანელი. 2. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების ხელმძღვანელსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით  გამოსცემს  იდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 5🔗. განყოფილების ხელმძღვანელი 1. განყოფილების ხელმძღვანელს  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს  შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;  ე) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმის და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმიანობას; ზ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ი) განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით განახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 6🔗. კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილება განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება; გ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ- ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, სამსახურის უფროსის მიერ მერისათვის წარდგენის მიზნით; დ) მერიის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული შემდგომი რეაგირება; ე) მერიის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება; ვ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობა, შიდა აუდიტთან დაკავშირებული ფუქციები, რომელიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2. განყოფილება უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ჩაატაროს შიდა აუდიტი მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთნ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; გ) შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურის ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.  3. განყოფილება ვალდებულია: ა) დაიცვას ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ბ) ჩაატაროს მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესით მერისათვის წარსადგენად. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები 1. სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.