დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2018
ძალის დაკარგვა 25.02.2019
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 308 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2018 მიღება
25.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,23 1,0
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №6 2018 წლის 31 იანვარი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ  საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების   მიწის   ნორმატიული   ფასის   განსაზღვრის   წესის  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  პრეზიდენტის  2013  წლის  8  ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა  და „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის   25-ე   მუხლის   შესაბამისად,   დმანისის   მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დადგინდეს   დმანისის  მუნიციპალიტეტში  დმანისის  თვითმმართველობის  და  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 21  თებერვლის №2  დადგენილება (სსმ www.matsne.gov.ge, 24/02/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016250) „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი დანართი №1 დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. დმანისის  მუნიციპალიტეტში  დმანისის  თვითმმართველობის  და სახელმწიფო  საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნორმატიული  ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN  = IMG *  ITL  *  C  *  K, სადაც: ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;  ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0,23 1,0 0,24 30 1,656 3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის  ნორმატიული ფასი დადგენილია  ქ.დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.828 ლარს.