ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.08.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2018 წლის 30 იანვარი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge 02/09/2014, 010260030.35.142.01609).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სრულყოფას, სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საკადრო საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორცილებს მერი.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. მერისათვის საკრებულოში სამართლებრივი აქტის მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;
2. მერისათვის (მერის მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
3. მერის, მერის მოადგილეების და მერიის სტრუქტურული ერთეულების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე;
4. მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
5. მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
6. საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
7. მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
8. მერიის არქივის წარმოება;
9. მერიაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
10. მერიაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
11. მერის და მერის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი.;
12. მერის, მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება;
13. მოქალაქეთათვის მერიის საქმიანობის გაცნობა;
14. მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება.;
15. საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
16. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის სტრუქტურებთან;
17. უზრუნველყოფს საქმიანი პარტნიორების გამოვლენასა და მათთან კონტაქტების დამყარებას;
18. ხელს უწყობს ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავებას;
19. ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერიის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზებას;
20. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას;
21. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახური შედგება: სამსახურის ხელმძღვანელის, ქვედანაყოფის ხელმძღვანელების და საჯარო მოსამსახურეებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე), ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე;
გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული დავალებების, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების შესრულებას.
3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
მუხლი 4🔗.
განყოფილებები და მათი ძირითადი ფუნქციები
1.საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, რეგისტრაცია და დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის;
ბ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
გ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
დ) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა;
ვ) საქმის წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება;
ზ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;
თ) ელექტრონული საქმისწარმოება.
2. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;
ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა - პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
გ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალებით მომარაგება;
დ) მერიის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
ე) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ვ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;
ზ) სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
კ) მერიის სამსახურებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა;
ლ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა;
გ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
დ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
ე) თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ზ) დახმარებისა და პენსიის მიმღებთა სოციალურ ადაპტაციაზე ზრუნვა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, ერთდროული მატერიალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის ორგანიზება;
ი) სოციალური სტატისტიკის წარმოება იმ ძირითად პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად ითვლება;
კ) დადგენილი ფორმით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველი კონტიგენტის აღრიცხვა;
ლ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტიგენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება;
მ)ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდის განაწილების რეგულირებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და შემდგომში მისი სწორად საწარმოებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ო) პერიოდულად შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ- საყოფაცხოვრებო მდგომარეობა;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4.ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქცებია:
ა) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება, მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
გ) მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
დ) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა, გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა, კონტროლი მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ვ) საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
ზ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.