აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2018
ძალის დაკარგვა 30.01.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 280000000.32.061.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 05.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №2
2018 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა (კ. კუჭუხიძე) კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის №1 დადგენილება.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა), წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების მიერ იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“ (შემდგომში – კომისია) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება
1. ამ წესის მიზნებისათვის ერთჯერადი დახმარება არის ფულადი გასაცემელი, რომლის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე განსაზღვრულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
2. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევათ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებულ დევნილ საქართველოს მოქალაქეებს (ოჯახებს).
მუხლი 3🔗. ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელმა პირებმა (ბენეფიციარი), (ოჯახებმა) განცხადებით უნდა მიმართონ კომისიებს და წარუდგინონ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
ა.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი) ან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი);
ა.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
ბ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მოწმობა (ასლი);
ბ.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
გ) მარჩენალდაკარგულებზე – (თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე) ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
გ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
გ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი),
გ.დ) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ.ე) საჭიროების (არსებობის) შემთხვევაში გარდაცვლილის ქორწინების ან/და დაბადების მოწმობა (ასლი);
გ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
დ) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
დ.ა) ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ.ბ) ობოლი ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);
დ.გ) მეურვის პირადობის მოწმობა (ასლი);
დ.დ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის დევნილის მოწმობა (ასლი);
დ.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
დ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ე) ოთხი და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – ერთჯერადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ე.ა) მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობები (ასლი);
ე.ბ) მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა (ასლი);
ე.გ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი);
ე.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ვ) 100 წელს გადაცილებულებზე – ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ვ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ვ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);
ვ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ზ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა (ასლი);
ზ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);
ზ.გ) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი);
ზ.დ) მშობლის, (მშობლების) (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი და დევნილის (არსებობის შემთხვევაში) მოწმობები (ასლი);
ზ.ე) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი საბანკო დაწესებულებიდან);
თ) სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ან/და კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი
1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების იურიდიულ მისამართებზე.
2. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი.
3. ჟურნალი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად დაბეჭდილი, დანომრილი და ყდაში ჩასმული.
4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მუდმივი და დროებითი მისამართი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ.
5. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბენეფიციარზე (ბიუჯეტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე ბენეფიციარი) და/ან მძიმე სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ერთსა და იმავე მისამართზე დევნილად დარეგისტრირებული ოჯახის წევრები ან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთსა და იმავე მისამართზე დარეგისტრირებული ოჯახის წვრები) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისიური გადაწყვეტილებით.
მუხლი 5🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი
1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე, რომელიც იმართება თვეში ერთხელ მაინც. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად შეიძლება იყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
6. კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს კომისიის მუშაობას;
ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას;
გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;
ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) კომისია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ინფორმაციას გაცემული დახმარების შესახებ.
მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა
წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.