ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 10.02.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2018 წლის 30 იანვარი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №26 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010260030.35.142.016095).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. მატერიალერ- ტექნიკურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის საქმიანობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერია.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა პუშკინის ქ. №43.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1 სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, სამსახურის განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც არის საჯარო მოხელე.
2. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას;
ზ) ხელმოწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;
თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;
ი) ითანხმებს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს;
კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ლ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერიისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
ო) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
პ) ესწრება მერის თათბირებს;
ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის და მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ტ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.
5. სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებამოსილებებია
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, რისთვისაც:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს დადგენილ ვადებში მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად;
ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზირებას;
დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ბიუჯეტის პროექტს;
ე) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტს.
3. ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც:
ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების ყოველდღიურ აღრიცხვას, ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობის გაანალიზებას და წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად;
გ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას;
დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს საკრებულოს საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
ე) დადგენილი წესის მიხედვით იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს, ახდენს მათ რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;
ვ) შეიმუშავებს და მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს შემდგომში ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;
ზ) მერს წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს, ამზადებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს;
თ) მერის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;
ი) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილების აღრიცხვის წარმოებას, უგზავნის შეტყობინებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ცვლილების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშსწორებებზე;
კ) პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
ლ) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებზე მისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;
მ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება;
ნ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად;
ო) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულებების წლიური და პერიოდული ანგარიშების მიღება;
პ) მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შესათანხმებლად წარდგენა, მათი საშტატო ნუსხის პროექტების მომზადება და დამტკიცების თაობაზე მერის შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;
ჟ) წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმება;
რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების და მერის სხვა დავალებების აღსრულება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის განყოფილებები
1. სამსახურის განყოფილებებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.
მუხლი 6🔗.
საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფლებამოსილებები
1. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება:
ა) შეიმუშავებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს;
ბ) მონაწილეობას ღებულობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში, ახორციელებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მომზადებას;
გ) ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას;
დ) ახორციელებს მერიის სხვა სამსახურებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;
ე) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალური განწერის პროექტს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდის თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებას;
თ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განაწილების და შესაბამისი მონაცემების გადაცემას ბუღალტრული არღიცხვის განყოფილებაზე;
ი) ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ხარჯების ნაწილობრივი გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით;
კ) ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ;
ლ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს;
მ) ადგენს და დადგენილ ვადებში ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
ნ) მერიის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შეთანხმების თაობაზე;
ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯვით ნაწილს, შემოსულობებსა და გადასახდელების შესრულების ანგარიშის შედგენას, აღრიცხავს სპეციალური შემოსულობების ანგარიშზე თანხების მოძრაობას, ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას და მათი სისწორის კონტროლს;
პ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებიდან საგადასახადო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას, უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას, შედარებას და მათ საფუძველზე მათ ფორმირებას;
ჟ) ახორციელებს ყოველდღიურ საბანკო ამონაწერის დამუშავებას;
რ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ს) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
4. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.
5. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗.
ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილებები
1. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება:
ა) საბიუჯეტო ხელმძღვანელის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებების დოკუმენტების მომზადებას;
ბ) ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია;
გ) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;
დ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნის ფორმირებას;
ე) ადგენს მერიის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშებს (ბუღალტრული ბალანსები);
ვ) ახდენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს;
ზ) ახდენს მერიის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გადასახდელების თავისდროულ დარიცხვას და გაცემას;
თ) ახორციელებს კონტროლს მერიაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას;
კ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას;
ლ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დოკუმენტების შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას;
მ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე;
ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ო) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.
5. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
6. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗.
სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები
1. სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.