ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2018
ძალაში შესვლა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016455
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.10.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2018 წლის 1 თებერვალი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №126 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27.10.2015 წ., 010250020.35.160.016336).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 მარტიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
დანართი N1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი რუსთავი 3700, მერაბ კოსტავას გამზირი №20.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და განყოფილებები
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; მათი განხორციელების პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების კოორდინაცია;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ვ) ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
თ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების წარდგენა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოსთან;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან;
კ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ლ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;
მ) სამსახურის საქმიანობის სფეროში მოქმედი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
ნ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები:
1. სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური მომსახურების განყოფილება;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების კოორდინაციის განყოფილება.
2. სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; მათი განხორციელების პროცესების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას;
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დაწესებულებებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავებას;
დ) უსახლკაროთა რეგისტრაციასა და მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების წარდგენას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოსთან;
ე) მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის სოციალური დახმარებების ორგანიზებას;
ვ) პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვას;
თ) გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადებასა და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
3. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება, მათი განხორციელების პროცესების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას;
გ) სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავებას;
დ) პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვის პროექტების ხელშეწყობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვას;
ზ) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშების მომზადებას.
თ) საქართველოს კანონმდებლობით; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
4. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების კოორდინაციის განყოფილების უფლებამოსილებებია:
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალურ პროგრამათა კოორდინაცია;
ბ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათან თანამშრომლობა; ერთობლივი ღონისძიებების კოორდინაცია;
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება-ჩატარების კოორდინაცია;
დ) განათლების, კულტურისა და სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების და სემინარების ჩატარების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით წინამდადების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ზ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
თ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, საჯარო სკოლებსა და უმაღლესი სასწავლებლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობა;
ი) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით კულტურული და სპორტული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების და დებატების ორგანიზების კოორდინაცია;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა;
ლ) გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
მ) საქართველოს კანონმდებლობით; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის ხელმძღვანელის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
3. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) სამსახურის მოსამსახურეებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე;
ლ) შეიმუშავებს და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;
მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ო) ასრულებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს;
პ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად უფლებამოსილია დაამოწმოს სამსახურში დაცული დოკუმენტაცია;
ჟ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
5. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების შესრულებას;
გ) ახორციელებს თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის ხელმძღვანელის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
დ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
7. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის ხელმძღვანელის დავალებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოავალეობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
თავი IV
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებამოსილებები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამსახური კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 6🔗. სამსახურის მოვალეობები
1. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ან/და საკრებულოს;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ვალდებულებებსა და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი V
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 8🔗.
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.