ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2018
ძალაში შესვლა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016457
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2018 წლის 1 თებერვალი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07.11.2014 წ, 010250020.35.160.016246).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 მარტიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1. ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური (შემდეგში – სამსახური) შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და განყოფილებები
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლება;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია და ინსპექტირება;
გ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება, ორგანიზება, მართვა და რეგულირება;
დ) ტრანსპორტის სფეროს განვითარების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;
ე) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია და ინსპექტირება;
ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის კოორდინაცია და ინსპექტირება;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულ და შესასყიდ სამუშაოებზე წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და პროცესში ჩართულობა;
ი) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები:
ა) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და დოკუმენტალური მონიტორინგის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურისა და მშენებლობა-რეაბილიტაციის მართვის განყოფილება;
გ) ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილება.
2. ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და დოკუმენტალური მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის საჭირო წინადადებათა შემუშვებასა და მათი განხორციელებას;
ბ) დარგის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულებას;
გ) საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ორგანიზებას, პროექტების განხილვას, მომზადებასა ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქის კომპლექსური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) შესრულებული სამუშაოების, მომსახურების, მიწოდებული საქონლის დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებასა და ანგარიშსწორებისთვის მომზადებას;
ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ინფრასტრუქტურის და მშენებლობა-რეაბილიტაციის მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე ქსელების, კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფასა და ინსპეტირებას;
ბ) ქალაქის გარე-განათების და მხატვრული მინათების მოწყობის და კოორდინაციის უზრუნველყოფას შესაბამის სტრუქტურებთან ერთად;
გ) შადრევან-აუზების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზებასა და ინსპექტირებას;
დ) მოაჯირების და პარაპეტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზებასა და ინსპექტირებას;
ე) სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამუშაოების და/ან მომსახურების უზრუნველყოფას;
ვ) ქალაქის ავარიული შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქციასა და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას;
ზ) წინასაპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებას;
თ) სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების მოწყობასა და რეაბილიტაციას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში კომუნალური საკითხების კოორდინაციას;
კ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას შესაბამის სტრუქტურებთან ერთად;
ლ) საქართველოში დადგენილი შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ქალაქ რუსთავში სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირებას (ტექნიკურ ზედამხედველობას);
მ) სამშენებლო ნორმებითა და წესებით, აგრეთვე ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული, მშენებლობის ხარისხის და ფარული მოცულობების განმსაზღვრელი დოკუმენტების შედგენასა და გამოყენებას (ფარული სამუშაოების აქტები, მოცულობათა ან ფასთა ცვლილებების აქტების შედგენა, ლაბორატორიული გამოცდის ოქმების გაშიფრვა, მასალების სერთიფიკატის ან ტექნიკური პასპორტების მოთხოვნების პრაქტიკული გამოყენება);
ნ) საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მოცულობების გამოთვლას, მათ გადამოწმებასა და გაანგარიშებას. სამშენებლო ტექნოლოგიით გათვალისწინებული ზუსტი საზომი ხელსაწყოების, ასევე რეპერებისა და პიკეტების პრაქტიკულ გამოყენებას;
ო) კონტროლს საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვასა და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებზე;
პ) ანაზღაურებისათვის წარმოდგენილ სარეაბილიტაციო სამუშაოთა მოცულობის, ღირებულების შემოწმებასა და დადასტურებას ;
ჟ) მშენებლობის ხარისხისა და ფაქტობრივი მოცულობების საპროექტო მოცულობებთან შესაბამისობის კონტროლს;
რ) სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სამსახურის ხელმძღვანელისთვის სისტემატიურად ინფორმაციების მიწოდებას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;
ს) მონაწილეობის მიღებას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს მიერ დადგენილი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლზე, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებას პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, M2 და M3 კატეგორიების ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების შემუშავებასა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასადგენად წარდგენას, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობას;
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსებისთვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების შემუშავებასა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასადგენად წარდგენას, რუსთავის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობას;
დ) M2 და M3 კატეგორიების ავტოტრანსპორტისათვის გაჩერებების განსაზღვრასა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღებას შესაბამის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან და უწყებებთან ერთად;
ე) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიან მოძრაობის სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351მუხლით; გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ზ) სატრანსპორტო ნაკადებისა და მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების კოორდინაციას;
თ) ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას;
ი) მგზავრობის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას;
კ) საქალაქო ტრანსპორტის სფეროს განვითარების ღონისძიებების შემუშავებასა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობას;
ლ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
მ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული და თვითმმართველობის მართვაში არსებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული საწარმოების საქმიანობის კოორდინაციას;
ნ) საერთო სარგებლობის გზებზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებას, საკრებულოში დასამტკიცებლად მათ წარდგენას, ხოლო შემდგომში მათ ინსპექტირებას;
ო) ქალაქის მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემის შემუშავებას და დადგენილი წესით მის დასამტკიცებლად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენას, ერთიანი სამარშუტო სქემის პერიოდულ შესწავლას და სქემების ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
პ) განყოფილების კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა:
1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.
ბ) პასუხს აგებს სამსახურსათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) სამსახურის საჯარო მოხელეებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს, რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
თ) მერს და სამსახურის კურატორ მერის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
კ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ლ) შეიმუშავებს და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;
მ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ნ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად უფლებამოსილია დაამოწმოს სამსახურში დაცული დოკუმენტაცია;
ო) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
4. სამსახურის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
5. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების შესრულებას;
გ) ახორციელებს თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის ხელმძღვანელის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
დ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; მათზე დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის ხელმძღვანელის დავალებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
თავი IV
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებამოსილებები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამსახური კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 6🔗. სამსახურის მოვალეობები
1. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ან/და საკრებულოს;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ვალდებულებებსა და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი V
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 8🔗
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.