📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2018
ძალაში შესვლა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016458
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,728 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2018 მიღება
05.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.11.2021 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.02.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2017 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.11.2017 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2018 წლის 1 თებერვალი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის  7 ნოემბრის № 45 დადგენილება (www.matsne.gov.ge  12.11.2014 წ., 010250050.35.160.016255). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 მარტიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად. 2. სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის დებულებების, ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას. 4. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 5. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20. თავი II მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და დამუშავება; ბ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და დამუშავება; გ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი წინადადების მომზადება.  დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი წინადადებების/გადაწყვეტილებების მომზადება/მიღება. ე) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა; ვ) პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით; ზ) სამშენებლო საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება; ი) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, რუსთავის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) არქიტექტურის განყოფილება; ბ) სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება; არქიტექტურის განყოფილების უფლებამოსილებაა: ა) ურბანული ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა; ბ) არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშოების და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზება; დ) შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა; ე) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ტექნიკური დოკუმენტაციის და ფინანსირების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, შესაბამისი წინადადებების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადება: მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გასაცემად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე და სხვ.; ზ) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა; თ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციის და მეთოდური მითითებების მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში; ი) შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრა; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე) მიწათსარგებლობის შესახებ წინადადებათა მომზადება ქალაქის მერისათვის. ლ) სამსახურში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; მ) წერილობითი განცხადების საფუძველზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილებების მიღება ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას. ნ) არქიტექტურულ, სამშენებლო და ურბანულ სფეროში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული და თვითმმართველობის მართვაში არსებული იურიდიული პირების საქმიანობაში მეთოდური კონსულტანტის სტატუსით მონაწილეობის მიღება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; პ) ქალაქის მერის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საზედამხედველო ობიექტებში შესვლას შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში სამშენებლო ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კონტროლის მიზნით; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა; გ) მშენებლობის მონაწილეებზე მითითებების გაცემას და გონივრული ვადების განსაზღვრას, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და შესაბამისი კონტროლის დაწესებას მათ ხარისხიან შესრულებაზე; დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; ე) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, მათი საქმიანობის შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს;  ვ) ქალაქის მერის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულებასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება: 1. მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. მოადგილე საქმიანობას ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად. 3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) სამსახურის მოსამსახურეებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ვ) ორგანიზებას უწევს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე (მათ შორის: ბრძანებებზე, დადგენილებებზე, მითითებებზე და სხვა სამართლებრივ აქტებზე); თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს; ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურზე ვიზირებულ განცხადებებზე, მომართვაზე, წერილებსა ან/და სხვა კორესპონდენციებზე; კ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ლ) ახორციელებს სამსახურში დაცული დოკუმენტაციის ასლების „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად დამოწმებას; მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალიწინებულ უფლება-მოვალეობებს; 4. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპლიტეტის მერის წინაშე. 5. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. სამსახურის ქვედანაყოფებს (განყოფილებას) უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილებების) ხელმძღვანელები: ა) წარმართავენ განყოფილების საქმიანობას და ახორციელებენ შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას. ბ) პასუხს აგებენ შესაბამისი განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებენ და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენენ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) განსაზღვრავენ განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებენ წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) უქმნიან განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ვ) ორგანიზებას უწევენ განყოფილების მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) იღებენ გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას ახდენს განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; თ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენენ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს; ი) პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი განყოფილების კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; კ) სამსახურებრივ კორესპონდენციებს უნაწილებენ მის დაქვემდებარებაში საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს; ლ) შესაბამისი განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; მ) ასრულებენ ქალაქის მერის და სამსახურის სხვა დავალებებს. 8. მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე. თავი III მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფლებები და მოვალეობები მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი. გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ. დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 6🔗. სამსახურის მოვალეობები: 1. მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს. ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს და პასუხი გასცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და შუამდგომლობებს. გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. თავი IV მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყარო 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახური წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. თავი V დასკვნითი დებულებები მუხლი 8🔗 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.  4. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.