⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.06.2022)
გაუქმებულია:

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2018
ძალის დაკარგვა 06.06.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016330
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,785 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2018 მიღება
06.06.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2018 წლის 31 იანვარი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს : 1. ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის  №12 დადგენილება. 2. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მარტის  №11 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქ. №18. მუხლი 2🔗. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახური  თავის  საქმიანობაში  ხელმძღვანელობს  საქართველოს  კონსტიტუციით, საქართველოს  ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“ საქართველოს  კანონით,  „საჯარო  სამსახურის  შესახებ’’  საქართველოს  კანონით, ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. მუხლი 3🔗. სამსახურის შემადგენლობა 1. სამსახურის შემადგენლობაში შედის: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი; ბ) ძეგლთა დაცვის  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) კულტურისა და განათლების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის    ხელმძღვანელი; ე) სპორტული პროგრამების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ვ) სამსახურის მოხელეები. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ძეგლთა დაცვის  განყოფილება; ბ) ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება; გ) კულტურისა და განათლების განყოფილება; დ) სპორტული პროგრამების განყოფილება. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის, განათლებისა  და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას; გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების ხელშეწყობას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობას; ე) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ახალი ობიექტების მშენებლობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; ვ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვას, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მუნიციპალური სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სფეროს განვითარების ხელშეწყობას, შესაბამის ორგანიზაციებთან და კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან თანამშრომლობას, ურთიერთობას და მათი საქმიანობის ხელშეწყობას; ი) მოქმედი   კანონმდებლობით   და   მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) მერის/მერის მოადგილის დავალების შემთხვევაში, ახორციელებს ოფიციალური დოკუმენტების  კანონმდებლობასთან შესაბამისობას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეულის  განყოფილების ხელმძღვანელი 1. განყოფილების ხელმძღვანელს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის  მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გადაყენებისას. მუხლი 7🔗. სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის საჯარო მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის  წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე. 4. მოხელე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით. 5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 6. მოხელე ვალდებულია: ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 8🔗. ძეგლთა დაცვის განყოფილება ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტში კულტურის განვითარების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) საზღვარგარეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის, დაძმობილებულ მუნიციპალიტეტებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; დ) ძეგლთა დაცვის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ე) კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ რეალიზებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა; ზ) ისტორიული ნაწილის განაშენიანების, ისტორიული დასახლებების დაცვისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებითი დაცვის უზრუნველყოფა და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სამინისტროსათვის წინადადების მომზადება. მუხლი 9🔗. ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ბ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების კომპლექსური პროგრამის შექმნა და განხორციელების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავება; გ) ტურიზმის სფეროში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისა და ქართული ბიზნესგარემოს უკეთ გაცნობისათვის; დ) ტურიზმის (ტურისტული პროდუქტის კვლევის მარკეტინგისა და მენეჯმენტის) სფეროში მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება აღნიშნულ სფეროში დასაქმების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით; ე) ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ)  ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; თ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა; ი) ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; კ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; ლ) კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; მ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ო) საზღვარგარეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის, დაძმობილებულ მუნიციპალიტეტებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებებისა და ინტერესების დადგენა. მუხლი 10🔗. კულტურისა და განათლების განყოფილება კულტურისა და განათლების განყოფილების ფუნქციებია: ა) კულტურის განვითარების მიზნით, საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საზღვარგარეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის, დაძმობილებულ მუნიციპალიტეტებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; გ) კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით; დ) განათლების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მერის ბრძანების პროექტების მომზადება; ე) განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) განათლების სფეროში პროგრამების პროექტების შემუშავება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მომავალი თაობის პრობლემების გამოვლენა, შესწავლა და მათი გადაჭრისათვის ზრუნვა, კომპეტენციის ფარგლებში; თ) ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებლად წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა; ი) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა, პედაგოგთა და სხვა პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და რეალიზების ხელშეწყობა; კ) განათლების სფეროს დაწესებულებებში ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსება და ანალიზი; ლ) მუნიციპალიტეტში არსებული პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო ორგანიზაციების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ხელშეწყობა; მ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობა; ნ) ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღონისძიებების მოწყობა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა მონაწილეობით; ო) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; პ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საჭირო დამატებითი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა და რეაბილიტაცია; რ) სკოლამდელი განათლების კოორდინაცია, აღნიშნულ სფეროში პროექტების შემუშავებასა და განხორციელება; ს) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალურ წახალისება; ტ) შესაბამისი პროფილის საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობა; უ) სახელოვნებო (სამუსიკო, საგუნდო, სამხატვრო) სკოლების მონიტორინგი და ზედამხედველობა; ფ) ფესტივალების, კონცერტების, გამოფენა-გაყიდვების, ლიტერატურულ მუსიკალური კონკურსების საქველმოქმედო და სხვა სახის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ქ) თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია; ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ბიბლიოთეკის მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, ბიბლიოთეკისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სხვადასხვა პროგრამების მომზადება და განხორციელება, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი; ყ) კულტურის სფეროში მოქმედ ა(ი)პებთან ურთიერთობა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება. მუხლი 11🔗. სპორტული პროგრამების განყოფილება სპორტული პროგრამების განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საზღვარგარეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის, დაძმობილებულ მუნიციპალიტეტებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება; ვ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ზ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; თ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ი) სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით; კ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; ლ) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; მ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა. მუხლი 12🔗. დებულების დამტკიცება, მასში ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია 1. სამსახურის დებულებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.