ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016427
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 354 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.01.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 21.11.2017 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 10.11.2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 04.12.2017 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 10.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №8 2018 წლის 5 თებერვალი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულება თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი №1 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური 1.  მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  და მერის წარმომადგენელთა  კოორდინირებული საქმიანობის ორგანიზებასა  და ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობას მერიისა და საკრებულოს  სამართლებრივი აქტების შესახებ,  მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა თანამდებობის პირებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ორგანიზებას და სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის  კოორდინაციის სამსახურის სტრუქტურა  1.  სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სხვადასხვა რანგის  პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომ – საჯარო მოხელე). 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებანი და  ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსის) არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციები დროებით შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, აგრეთვე მათი კარიერული განვითარებისა და სამსახურებრივი გადაყვანის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად. მუხლი 3🔗. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის ფუნქციები: მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის  სამსახურის  ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და ორგანიზება; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობა; გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობა განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ; დ) მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების  ორგანიზება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში; ე) ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები“ სტატუსის მონიტორინგის ჩატარების ორგანიზება და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია; ვ) წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგი; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.