📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016430
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2018
matsne.gov.ge 1,010 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 09.09.2022 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2017 შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.01.2019 გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №11 2018 წლის 5 თებერვალი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  5 აგვისტოს №34 დადგენილება  „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 11/08/2014, 010250020.35.162.016251). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი №1 ახმეტის  მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის შიდა აუდიტის სამსახური 1. მერიის შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. 2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრთან) კოორდინირებულად. 3. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, შიდა კონტროლის სტანდარტების  და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის სტანდარტების შესაბამისად. 5. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე)  თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სტრუქტურულ ერთეულში საჯარო-სამართლებრივ უფლემოსილებას ახორციელებენ  შემდეგი  პროფესიული საჯარო მოხელეები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), ბ) სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეები. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის ფუნქცია დროებით  შეიძლება დაეკისროს  მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 3. სამსახურის სხვა საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები - შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, მათი კარიერული განვითარების, სამსახურებრივი გადაყვანისა და ა. შ. წესები განისაზღვრება  მერიის დებულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“-საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; ე) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება; ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; თ) მერიის სისტემაში ასიგნენების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი,შეფასება,შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა; ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონდებლობასთან  შესაბამისობის შეფასება; მ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ნ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე  კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ო) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო  ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ხოლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერთან  შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა; რ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“-საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს: რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს; რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება; რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვისა და  კონტროლის მექანიზმები და სხვა; ბ) განახორციელოს მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;  სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს საჯარო მოსამსახურეების, მუნიციპალიტეტის მერიის არაკომერციული იურიდიული პირებისა და მისი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების  თანამშრომელთა მხრიდან  მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, აგრეთვე მათი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები; აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები; მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა; გ) საჯარო მოსამსახურეების, მუნიციპალიტეტის მერიის არაკომერციული იურიდიული პირებისა და მერიის 100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების  თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების ჩატარების საფუძველზე, მერს წარუდგინოს დასკვნა თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის  მიზნით; დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 5🔗. სამსახურის ვალდებულებები სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ნორმები, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებით და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით; დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მერს; ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგინოს მერს, საკრებულოს და ჰარმონიზაციის ცენტრს; ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბმის ორგანოს მერთან შეთანხმებით; ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.