⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2019)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2018
ძალის დაკარგვა 22.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010020020.22.038.016945
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,843 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2018 მიღება
22.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №39 2018 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება; ბ) სამინისტროს სისტემის ურთიერთობის უზრუნველყოფა სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სამინისტროს საქმიანობის წარმართვა; დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა. მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის ურთიერთობის კოორდინაცია და განვითარება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ბ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებლად წარმოდგენილი პროექტების შესწავლა და წინადადებების შემუშავება; გ) სამინისტროსა და საერთაშორისო/ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული სამუშაოს ანალიზი და ანგარიშების მომზადება, აგრეთვე წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებულის გადაცემის ორგანიზება/კოორდინირება; ე) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შესახებ, ანგარიშების მომზადება; ვ) მინისტრისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრების, ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება; თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხასიათის მიმოწერის კოორდინაცია; ი) საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმების/ხელშეკრულებების, შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; კ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება; მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და შესაბამისი საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით; ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა; ო) საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ-სახელმწიფოებს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; პ) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელება; ჟ) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა; რ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან,  მინისტრის პირველ მოადგილესთან და  მინისტრის მოადგილეებთან; ს) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება); ტ) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; ფ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი ვიზიტების ორგანიზება და სავიზო მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია; ქ) სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმნით უზრუნველყოფა; ღ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში; ყ) სამინისტროს მიერ გასამართი ოფიციალური ღონისძიებებისა და მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზება, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით; შ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ჩ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა დეპარტამენტის უფროსისა, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება ძირითადად უწევთ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო. 2. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 9🔗 ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ურთიერთობის კოორდინაციას და განვითარებას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ბ) შეისწავლის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებლად წარმოდგენილ პროექტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებს; გ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და საერთაშორისო/ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის პროექტების კოორდინაციას, განხორციელებული სამუშაოს ანალიზს, ანგარიშების მომზადებას, აგრეთვე წინადადებების შემუშავებას და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენას; დ) მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადებაში; ე) ამზადებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრების, ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალებს; ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხასიათის მიმოწერის კოორდინაცია; ზ) საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმების/ხელშეკრულებების, შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; თ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი; ი) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და შესაბამისი საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით; კ) უზრუნველყოფს, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადებას და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ-სახელმწიფოებს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; მ) მონაწილეობას იღებს მინისტრისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 10🔗 დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელებას; ბ) მონაწილეობას იღებს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში; გ) ორგანიზებას უწევს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრებს მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და  მინისტრის მოადგილეებთან; დ) ორგანიზებას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს (მათ შორის, ტრანსპორტირებას, ოფიციალურ სადილს, განთავსებას, ოფიციალურ დასაჩუქრებას); ე) უზრუნველყოფს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით; ზ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი ვიზიტების ორგანიზებას და სავიზო მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაციას; თ) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმნას; ი) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში; კ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გასამართი ოფიციალური ღონისძიებებისა და მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზებას შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობას; მ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემის ორგანიზებას/კოორდინირებას; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე; 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ვ) ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციასთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებით აწარმოებს მიმოწერას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და სხვა უწყებებთან; ზ) ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოშიექსტრადიციასთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების შემდგომ წარუდგენს მინისტრს მოხსენებით ბარათს ექსტრადიციის პროცედურაში მონაწილე სამინისტროს მოსამსახურეთა და ექსტრადიციისთვის  საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სამინისტროს პენიტენციურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაციით; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 12🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე. მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) წამყვანი სპეციალისტები; ბ) უფროსი სპეციალისტები; გ) სპეციალისტები. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.