„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №37 |
|
2018 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის:
ა) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;“;
ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“-„ჰ“ ქვეპუნქტები:
„ხ) დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმების უზრუნველყოფა;
ჯ) აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება;
ჰ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
2. მე-8 მუხლის „ე3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე3) სპეციალური შემოწმების სამმართველო;“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება;“.
4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას;“;
ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას;“;
ბ) მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სპეციალური დაცვის სამმართველო;“.
6. მე-12 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“.
7. 133 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 133
1. სპეციალური შემოწმების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარებას;
ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას;
გ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის), ასევე დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირების (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის), ასევე დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ე) აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ზ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სპეციალური შემოწმების სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) №1 განყოფილება;
ბ) №8 განყოფილება.“.
8. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების დანართით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორისა (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანაშემწე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის წერილობითი თანხმობის გარეშე;“.
9. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე, მოადგილეები და მრჩეველი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
5. დეპარტამენტის დირექტორის მრჩეველი:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მართვაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჭიროების განსაზღვრასა და დაგეგმვაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის დირექტორის მიერ გასამართ სამუშაო შეხვედრებს, თათბირებს (მათ შორის, ოპერატიულ თათბირებს) და დირექტორის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას, ასევე უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გასაგზავნი ოფიციალური დოკუმენტის პროექტის მომზადებას;
ზ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. დეპარტამენტის დირექტორის მრჩეველი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.“.
10. 162 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანაშემწე);“.
|