„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016941
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №35

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/07/2015, 100110000.22.038.016485) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი  101.  გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა

1. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება).

2. განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;

ბ) უზრუნველყოფს გუნდის წევრებისთვის მასალების მიწოდებას;

გ) ასრულებს გუნდის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

დ) აწარმოებს გუნდის მიერ განხილული საქმეების რეესტრს;

ე) გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონული სახით აღრიცხვისა და სისტემატიზაციისათვის, გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს;

ვ)  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს გუნდს, გარდა სასამართლო პროცესებისა;

ზ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

3. განყოფილების მოსამსახურე ესწრება სხდომებს და უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

4. განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

2. ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გაქცევის ფაქტები (არსებობის შემთხვევაში):

დროებითი მოთავსების იზოლატორიდან;

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან;

დაწესებულების დროებით დატოვებისას ან/და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას;

გაყვანა/გადაყვანა/ექსტრადირებისას;

პატიმრობის დაწესებულებიდან;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან;

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან;

გაქცევა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება.“.

მუხლი 2🔗

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი