მეთოდური მითითებები ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-95
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| ხელსაწყოს ტიპი, დანადგარი | ძაბვა, კვ |
| ელექტრონულ-სხივური მილაკი | 12-25 |
| ელექტრონული მიკროსკოპები | 30-100 |
| იონო-სხივური დანადგარები | 100-120 |
| ელექტრონულ-სხივური დანადგარები | 20 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის“ დამტკიცების თაობაზე ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მეთოდური მითითებები ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-95
2018 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
მეთოდური მითითებები ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ
,,ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ
:
1.
დამტკიცდეს თანდართული „მეთოდური მითითებები ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ“.
2.
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
მეთოდური მითითებები ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე ,,მეთოდური მითითებები ურღვევი კონტროლის განხორციელების, რადიოიზოტოპური ხელსაწყოების გამოყენებისა და ჭაბურღილების რადიაციული კვლევის დროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ“ (შემდგომში – მეთოდური მითითებები) ვრცელდება მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში გამოყენებულ მაიონებელი გამოსხივების წყაროებსა და ასოცირებულ დანადგარებზე.
მუხლი 2🔗.
რადიოიზოტოპური ხელსაწყო
1.
მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში გამოყენებულ რადიოიზოტოპურ ხელსაწყოებს განეკუთვნება ისეთი ასოცირებული დანადგარები, როგორიცაა: დონეთამზომი, სისქისა და სიმკვრივის გამზომი, მთვლელები, სამრეწველო დანადგარების წნევის გამზომი, ანალიზატორები, ტენიანობის საზომი და სხვა.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასოცირებული დანადგარები დანიშნულებიდან გამომდინარე შეიცავენ სხვადასხვა რადიოაქტიურ წყაროებს, რომელთა მახასიათებლებისა და აქტივობიდან გამომდინარე რადიაციულ საფრთხის ფაქტორს წარმოადგენს: შესაბამისი მაიონებელი გამოსხივება და ზედაპირის რადიოაქტიური დაბინძურება.
3.
რადიოიზოტოპური ხელსაწყოები მასში არსებული წყაროებისა და წყაროს აქტივობის, უსაფრთხოების, ფიზიკური დაცვის, რადიაციული კონტროლისა და ინსპექტირების განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით იყოფა რადიაციული საფრთხის შემდეგ 4 ჯგუფად:
ა)
I ჯგუფი – ალფა, ბეტა და გამა გამოსხივების რადიოაქტიური წყაროს შემცველი ასოცირებული დანადგარები, სადაც რადიოაქტიური წყაროს აქტივობა არ აღემატება ,,ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N450 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის ცხრილ 1-ში მოცემულ რეგულირებიდან გათავისუფლების მნიშვნელობას;
ბ)
II ჯგუფი – ალფა, ბეტა და გამა-გამოსხივების რადიოაქტიური წყაროის შემცველი ასოცირებული დანადგარები, რომელში მოთავსებული რადიოაქტიური წყაროს აქტივობა მაღალია გათავისუფლების დონეზე, მაგრამ არ აღემატება 200 მგბკ-ს;
გ)
III ჯგუფი – ალფა, ბეტა და გამა-გამოსხივების რადიოაქტიური წყაროების შემცველი ასოცირებული დანადგარები, რომელში მოთავსებული რადიოაქტიური წყაროს აქტივობა მეტია 200 მგბკ-ზე, მაგრამ არ აღემატება 2000 მგბკ -ს;
დ)
IV ჯგუფი – ალფა,ბეტა და გამა გამოსხივების რადიოაქტიური წყაროების შემცველი ასოცირებული დანადგარები, რომელში მოთავსებული რადიოაქტიური წყაროს აქტივობა 2000 მგბკ-ზე მეტია ან/და შეიცავს ნეიტრონულ წყაროს.
4.
I ჯგუფის რადიოიზოტოპური ხელსაწყოებით საქმიანობის განხორციელება გათავისუფლებულია რეგულირებიდან.
5.
I და II ჯგუფის რადიოიზოტოპური ხელსაწყოებით საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მათი შენახვა დასაშვებია ნებისმიერი საწარმოო სათავსების კარადებში ან/და სეიფებში.
6.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია III და IV ჯგუფის სტაციონარული, ისევე როგორც II - IV ჯგუფის გადასატანი რადიოიზოტოპური ხელსაწყოებში განთავსებული, რადიოაქტიური წყაროების შემცველი ბლოკების დროებითი შენახვისას გამოიყენოს სპეციალური სათავსები, სადაც გამორიცხული იქნება უცხო პირთა დაშვება. აღნიშნული ხელსაწყოების შენახვის პირობებში მაიონებელი გამოსხივების გამოსავალი უნდა იყოს გადაკეტილი.
7.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა რადიოიზოტოპური ხელსაწყოების შესანახი სათავსები უნდა მოაწყოს ისე, რომ გარე კედლების, კარისა და ფანჯრების ზედაპირზე დოზის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 1.0 მკზვ/სთ-ს.
8.
I ჯგუფის რადიოიზოტოპური ხელსაწყოები შესაძლებელია განთავსდეს საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში. ამგვარ შენობებში რადიოიზოტოპური ხელსაწყოების II -IV ჯგუფის რადიოიზოტოპური ხელსაწყოების განთავსება დაუშვებელია.
9.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა II - IV ჯგუფის სტაციონარული რადიოიზოტოპური ხელსაწყოები უნდა განათავსოს თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, ისე რომ მუდმივ სამუშაო და ადამიანის შესაძლო ყოფნის ადგილებში მაიონებელი გამოსხივების დოზის სიმძლავრემ არ გადააჭარბოს 1.0 მკზვ/სთ-ს. აღნიშნული მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება რადიაციული დაცვის დამატებითი საშუალებები.
10.
III და IV ჯგუფის სტაციონარული რადიოიზოტოპური ხელსაწყოებში წყაროს ბლოკის ზედაპირიდან 1 მ-ზე ნაკლებ მანძილზე არ შეიძლება არსებობდეს მუდმივი სამუშაო ადგილები, ასევე დაუშვებელია აღნიშნულ ზონაში უცხო პირთა შესვლა.
11.
დაუშვებელია წყაროების ამოღება ასოცირებული დანადგარიდან გარდა დამუხტვა-გადამუხტვის პროცედურების განხორციელებისას.
12.
დაუშვებელია ასოცირებულ დანადგარში ისეთი წყაროს გამოყენება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციით.
13.
IV ჯგუფის რადიოიზოტოპური ხელსაწყოების განთავსებისას, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მისი მაქსიმალური დაშორება მუდმივი სამუშაო ადგილებიდან.
14.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა მოახდინოს ექსპლუატაციიდან გამოსული სტაციონარული რადიოიზოტოპური ხელსაწყოების დემონტაჟი, რომელთა გამოყენებაც შემდგომში არ იგეგმება და უნდა უზრუნველყოს მასში განთავსებული რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოდ შენახვა ან დაბრუნება მწარმოებელთან.
მუხლი 3🔗.
რადიოიზოტოპური და რენტგენოდეფექტოსკოპია
1.
რადიოიზოტოპური და რენტგენო დეფექტოსკოპია ემყარება ურღვევი კონტროლის მეთოდს – მაიონებელი გამოსხივების შესუსტება რაიმე ნივთიერებით და ნიმუშის გავლის შემდგომ გამომავალი ნაკადის რეგისტრაცია, რომელიც იძლევა ინფორმაციას ნიმუშის შიდა სტრუქტურაზე.
2.
რენტგენოდეფექტოსკოპში მაიონებელ გამომსხივებელ წყაროს წარმოადგენს რენტგენის ნაკადის ინტენსიური გამომსხივებელი რენტგენული მილაკი. რადიოიზოტოპურ დეფექტოსკოპში მაიონებელ გამომსხივებელ წყაროს წარმოადგენს მის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა რადიონუკლიდი (192 Ir, 60Co, 137Cs, 75Se, 170Tm ან ბეტა 147Pm , 90Sr+90Y, 204Tl და სხვა).
3.
ნეიტრონული დეფექტოსკოპიისათვის მაიონებელ გამომსხივებელ წყაროს წარმოადგენს ნეიტრონული წყაროები – რადიოაქტიური წყაროები ნეიტრონული გამოსხივებით ან ნეტრონების გენერციის მილაკები.
4.
რადიოიზოტოპური დეფექტოსკოპები მიეწოდება მომხმარებელს ჩატვირთული წყაროთი ან წყაროს გარეშე სატრანსპორტო გადამუხტვის კონტეინერის თანხლებით.
5.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დეფექტოსკოპების აღრიცხვას აწარმოებს დასახელების, საქარხნო ნომრის და მწარმოებელი ფირმის დაფიქსირებით. რადიონუკლიდური დეფექტოსკოპის გამოყენების შემთხვევაში, დამატებით აღირიცხება წყაროს ნომერი, რადიონუკლიდის ტიპი და აქტივობა მოცემულ თარიღზე. გადამუხტვის შემთხვევაში ფიქსირდება თარიღი და გადამუხტვის განმახორციელებელი მუშაკი.
6.
გამოყენების პირობების მიხედვით დეფექტოსკოპიური აპარატები იყოფა სტაციონარულ, გადასატან და მობილურ სახეობებად.
7.
სტაციონარული აპარატების ექსპლუატაცია წარმოებს დეფექტოსკოპიური ლაბორატორიის პირობებში, სპეციალურ დამცავ კამერებში (სათავსებში), რომლის ზომები განისაზღვრება მწარმოებლის რეკომენდაციით და იმის გათვალისწინებით, რომ კამერის კედლიდან აპარატი იყოს დაშორებული არანაკლებ 1 მეტრისა. თუ კვლევის ტექნოლოგიური ციკლი ითვალისწინებს უშუალო დაკვირვებას გაშუქების პროცესზე, კამერაში უნდა იყოს სათვალთვალო ფანჯარა, რომელზეც არ იქნება მიმართული გამოსხივების პირდაპირი ნაკადი.
8.
წყაროთი ჩატვირთული დეფექტოსკოპის დამცავი ბლოკის ზედაპირზე, გამოსხივების დოზის სიმძლავრემ არ უნდა გადააჭარბოს 20 მკზვ/სთ-ს.
9.
ნეიტრონული წყაროს მქონე დეფექტოსკოპების დამცავი ბლოკის ზედაპირიდან სწრაფი ნეიტრონების ნაკადის სიმკვრივის მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-2წმ-1-მნიშვნელობას.
10.
დეფექტოსკოპების გარე ზედაპირის არაფიქსირებული რადიოაქტიური დაბინძურება არ უნდა აღემატებოდეს 10 ბეტა- ნაწილაკს/(სმ2წთ).
11.
სტაციონარული აპარატების დამცავი კამერის კარები უნდა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტრობლოკირების და სასიგნალო სისტემებით. ბლოკირების სისტემა უნდა რეაგირებდეს და ავტომატურად თიშავდეს მაღალ ძაბვას დამცავი ბარიერის ნებისმიერი უბნის რღვევის ან ცვლილების შემთხვევაში, ასევე კამერის კარის გაღების დროს.
12.
დამცავი კამერის რადიაციული დაცვა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ექსპლუატაციის ყველა დასაშვებ რეჟიმში, კამერის გარე ზედაპირის (მათ შორის კარის) ნებისმიერ წერტილიდან 10 სმ მანძილზე გამოსხივების დოზის სიმძლავრემ არ გადააჭარბოს 2,5 მკზვ/სთ-ს. ასეთივე პირობას უნდა აკმაყოფილებდნენ დამცავი ბარიერები და სხვა დამცავი მოწყობილობები.
13.
მაღალი ძაბვის ავარიული გათიშვის მოწყობილობა მონტაჟდება დამცავი კამერის შიგნით.
14.
აპარატის მართვის პულტზე, ისევე როგორც დამცავი კამერის შესასვლელ კარებზე, უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი შუქნიშანი, რომელიც ავტომატურად ირთვება მაღალი ძაბვის ჩართვისა და გამორთვის დროს.
15.
რადიონუკლიდური წყაროს შემცველი გადასატანი დეფექტოსკოპის შესანახის კარი მოსანიშნია რადიაციული საფრთხის ნიშნით. შესანახის გასაღები ბარდება წყაროების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. საველე პირობებში დასაშვებია მათი შენახვა სპეციალურ ჭებში ან სათავსში. ჭაში შენახვის შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მასში წყლის შეღწევის თავიდან აცილება.
16.
გადასატან დეფექტოსკოპების შემთხვევაში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა პერსონალის რადიაციული დაცვა უნდა განახორციელოს გამომსხივებლიდან უსაფრთხო მანძილზე მაქსიმალურ დაშორების პრინციპით.
17.
იმ შემთხვევაში, როდესაც გადასატანი დეფექტოსკოპები მონტაჟდება სატრანსპორტო საშუალებებზე და გადაადგილდება მასთან ერთად, იგი უნდა აღიჭურვოს დამცავი ეკრანებით და კოლიმატორებით, რომლებიც ამცირებენ რადიაციულად საშიშ ზონის ზომებს. ამ შემთხვევაში ოპერატორის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა ხორციელდება მისი უსაფრთხო მანძილზე დაშორებით. გადასატანი და მობილური აპარატები გამოიყენება, როგორც საწარმოო პირობებში, ასევე ღია მოედნებსა და საველე პირობებში.
18.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეფექტოსკოპის დამცავი ბლოკის გარე ზედაპირზე უნდა განათავსოს მკაფიო, გარე ზეგავლენისადმი მდგრადი მარკირება (მონიშვნა) დეფექტოსკოპის დასახელების, საქარხნო ნომრის, რადიონუკლიდის და წყაროს აქტივობის დასაშვები სიდიდის მითითებით.
19.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა აპარატების ტექნიკური შემოწმება უნდა განახორციელოს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო წელიწადში ერთხელ – ტექნიკური პარამეტრების სრული გადამოწმება, რაზეც შედგება შესაბამისი ოქმი.
მუხლი 4🔗.
ჭაბურღილების კვლევებში გამოყენებული რადიომეტრული ხელსაწყოები
1.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა ჭაბურღილებზე გეოფიზიკური კვლევების წარმოების დროს შეიძლება გამოიყენოს დახურული გამა და ნეიტრონული რადიონუკლიდური წყაროების შემცველი ხელსაწყოები, რომელთა ნორმალურ პირობებში გამოყენებისას საფრთხის შემცველ ფაქტორს წარმოადგენს გამა და ნეიტრონული გამოსხივება.
2.
სამუშაოს დაწყებამდე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა ჭაბურღილი წინასწარ უნდა მოამზადოს რადიოაქტიური წყაროს შემცველი ხელსაწყოს შეუფერხებელი ჩაშვებისათვის და ხელსაწყოს კაბელის ჭაბურღილში გაჭედვის ასარიდებლად.
3.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა ყველა ოპერაცია უნდა აწარმოოს სამუშაო პროცედურის (ინსტრუქციის) მიხედვით.
4.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა მუშაობის დამთავრებისას მაიონებელი გამოსხივების წყარო უნდა ამოიღოს ხელსაწყოდან და შეინახოს დროებით შესანახში რადიაციული უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.
5.
ობიექტზე დახურული გამა და ნეიტრონული მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესანახად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა მოაწყოს სპეციალიზებული (ორგანიზაციის ფაქტობრივ მისამართზე) შესანახი. შესანახის განთავსება უნდა მოხდეს შენობის ქვედა ნიშნულზე (არადატბორილი სარდაფი, პირველი სართული) ან ცალკე განთავსებულ შენობაში. შესანახის მოწყობა საცხოვრებელ და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში დაუშვებელია.
6.
დაუშვებელია შესანახში რადიოაქტიური წყაროების აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად შენახვა.
7.
რადიოაქტიური წყაროების შესანახის ფართობი და რადიაციული დაცვა განისაზღვრება წყაროების რაოდენობით, აქტივობით და მახასიათებლებით.
8.
რადიოაქტიური წყაროების შესანახი უნდა აღიჭურვოს აუცილებელი დამცავი მოწყობილობებით (ჭები, ნიშები, დამცავი კონტეინერები,სეიფები და სხვა).
9.
რადიოაქტიური წყაროების შესანახში უნდა იქნეს გათვალისწინებული დამხმარე სათავსი დისტანციური ინსტრუმენტებისათვის, სატრანსპორტო კონტეინერებისათვის, რადიაციული კონტროლის აპარატურისათვის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისათვის, სადეზაქტივაციო ხსნარებისათვის, ასევე, ხანძრის საწინააღმდეგო ინვენტარი.
10.
შესანახი საჭიროებისამებრ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ვენტილაციით და საიმედო საკეტით.
11.
შესანახის კედლების, დახურულ კარისა და ფანჯრის გარე ზედაპირზე, ეკვივალენტური დოზის სიმძლავრის მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს 1მკზვ/სთ-ს.
12.
რადიოაქტიური წყარობის შენახვაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს და მასთან ინახებოდეს შესანახში რადიოაქტიური წყაროების განთავსების რუკა (სქემა).
13.
დასაშვებია წყაროების შენახვა დაკეტილ სატრანსპორტო კონტეინერში ჭაბურღილზე სამუშაოების მიმდინარეობისას. შენახვის ადგილი უნდა იყოს შემოფარგლული უცხო პირების შეღწევის შეზღუდვის მიზნით, ხოლო მის საზღვრის გარე პერიმეტრზე ეკვივალენტური დოზის სიმძლავრის მნიშვნელობამ არ უნდა გადააჭარბოს 1მკზვ/სთ.
14.
ვადაგასული მაიონებელი გამოსხივების წყაროები, რომლებიც აღარ გამოიყენება, უნდა ინახებოდეს განცალკევებულად, დამცავ კონტეინერებში.
მუხლი 5🔗.
რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები გამოუყენებელი რენტგენის მაგენერირებელი წყაროების/მოწყობილობის გამოყენებისადმი
1.
გამოუყენებელი რენტგენის გამოსხივება წარმოიქმნება მაღალი ძაბვის ელექტროვაკუუმის მოწყობილობებში (ხელსაწყოებში), ელექტრული ველის მეშვეობით აჩქარებული ელექტრონების ელექტროდებზე ან დასამუშავებელ ან საკვლევ მასალებზე დამუხრუჭების შედეგად.
ცხრილი 1
გამოუყენებელი
რენტგენის
მოწყობილობები
ხელსაწყოს ტიპი, დანადგარი
ძაბვა, კვ
დოზის სიმძლავრე, მკზვ/სთ
ელექტრონულ-სხივური მილაკი
12-25
0,03-03
ელექტრონული მიკროსკოპები
30-100
0,3-10
იონო-სხივური დანადგარები
100-120
0,3-30
ელექტრონულ-სხივური დანადგარები
20
ფონის დონეზე
2.
გამოუყენებელი რენტგენის გამოსხივების წყარო აგენერირებს მაიონებელ გამოსხივებას მხოლოდ ძაბვის ჩართვის შემთხვევაში. დენის წყაროდან გათიშვის შემდგომ ასეთი მოწყობილობა (გენერატორი) არ წარმოადგენს რადიაციულ საფრთხეს და მისი შენახვა და ტრანსპორტირება ხორციელდება რადიაციული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნების გარეშე.
3.
გამოუყენებელი რენტგენის წყაროების შემცველი მოწყობილობების კონსტრუქცია, რომლის გამოყენება განსაზღვრულია საწარმოო სათავსებში ან ღია მოედნებზე, უნდა უზრუნველყოფდეს მათი გარე ზედაპირის ყველა მისაღწევ წერტილიდან 0.1 მ მანძილზე ნებისმიერი რეჟიმის შემთხვევაში, დოზის სიმძლავრის მნიშვნელობას არაუმეტეს 3.0 მკზვ/სთ-ისა.
4.
ისეთი მოწყობილობების ექსპლუატაცია, რომელთა გარე ზედაპირიდან 0.1 მ მანძილზე დოზის სიმძლავრემ შეიძლება გადააჭარბოს 3.0 მკზვ/სთ-ს, დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ დამცავ კამერებში (კარადებში, დამცავ გარსებში).
5.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს დამცავი კამერების კარი, ნაკეთობების მოსახსნელი დამცავი ეკრანები დამცავი ბლოკირების სისტემებით, რომელთა მეშვეობითაც გაითიშება მაღალი ძაბვა კარის გაღების ან/და ეკრანების მოხდისას.
6.
გამოუყენებელი რენტგენის წყაროების შემცველი მოწყობილობების ექსპლუატაციისას, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს დამცავი გარსიდან გამოსხივების გამოსვლის შემცირებას.
7.
ამგვარი დამცავი კამერების სათვალთვალო ფანჯრები იფარება ტყვიის შემცველი დამცავი მინით, რომელიც უზრუნველყოფს გარე ზედაპირზე ამ მუხლის მე-3 პუნქტში დადგენილი მოთხოვნის შესრულებას.
8.
იმ სამუშაოს ჩატარებისათვის, რომელიც მოითხოვს წყაროდან სტაციონარული დაცვის მოხსნას (რეგულირება-იუსტირება, სარემონტო სამუშაო, ექსპერიმენტული კვლევები) და სადაც მოსალოდნელია ამ დროს შექმნას სამუშაო გარემოში 12 მკზვ/სთ-ზე მეტი დოზის სიმძლავრე,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა რადიაციული დაცვის პროგრამაში უნდა გაითვალისწინოს სპეციალური ზომები (დამცავი ეკრანების გამოყენება, წყაროდან დაშორების მანძილის გაზრდა), პერსონალის წლიური დოზური ზღვრების გადაჭარბების თავიდან აცილებას. ამგვარი სამუშაოს ჩატარების დროს პერსონალს უნდა გააჩნდეს პირდაპირი ჩვენების დოზიმეტრები.