„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №6

2018 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016520) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181.  საერთაშორისო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირება (სპეციალობა: საბუღალტრო აღრიცხვა; მარკეტინგი; მენეჯმენტი; ფინანსები);

ბ) ინჟინერია (სპეციალობა: კომპიუტინგი/ინფორმატიკა; ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები; საინჟინრო ფიზიკა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; მშენებლობა; ტრანსპორტი; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; მასალათმცოდნეობა; გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება; სამთო და გეოინჟინერია; საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია);

გ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (სპეციალობა: მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები; გეოგრაფია; გეოლოგია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგთაშორისი, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით; ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია);

დ) სამართალი (სპეციალობა: სამართალმცოდნეობა; საერთაშორისო სამართალი; კერძო/ბიზნესსამართალი; სისხლის სამართალი; საჯარო სამართალი);

ე) სოციალური მეცნიერებები (სპეციალობა: ეკონომიკა; პოლიტიკის მეცნიერება; საზოგადოებრივი გეოგრაფია; საერთაშორისო ურთიერთობები);

ვ) ჯანდაცვა (სპეციალობა: მედიცინა; ფარმაცია; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია);

ზ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი (სპეციალობა: ისტორია; ფილოლოგია, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით);

თ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (სპეციალობა: არქიტექტურა; ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა; თავისუფალი მეცნიერებები; საჯარო მმართველობა; საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა); თავდაცვა და უსაფრთხოება; სამხედრო მეცნიერება, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით; სტატისტიკა; ტურიზმი; ჯანმრთელობის მეცნიერებები; ურბანისტიკა).

2. სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან საჯარო მმართველობის სფეროში – 2 წელი.

3. ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება.

4. სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (გარდა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წიგნებისა);

ვ) „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

კ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილება;

ლ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება;

მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №31 ბრძანება.

6. საერთაშორისო კომერციული ტერმინების „ინკოტერმსი” ცოდნა.

7. სასურველია ინგლისური ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა – B1 დონე.

8. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.02.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.016554.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6, 09.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016554 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4044019/