📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,538 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 09.09.2022 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 25.01.2018 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.05.2024 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 14.11.2017 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 15.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2018 წლის 2 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №26 (სსმ. 13/10/2014. 010260020.35.153.016231) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №18 (სსმ. 01/04/2015. 010260020.35.175.016070) დადგენილებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზედამხედველობის სამსახური 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნომებრის №4 დადგენილების საფუძველზე. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შენობა-ნაგებობის (მშენებარე, აშენებული ან/და დემონტაჟს დაქვემდებარებული) საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმებას, ზედამხედველობას ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე კონტროლს, მცხეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას. 3.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51​​2,  51​​3, 53​​3, 52-ე, 55-ე, 55​​2, 55​3, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 77​1-77​2, 103-ე, 119​1, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 135-ე, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2,  152-ე, 152​2, 153​​4, 159-ე, 159​1 მუხლებით,  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში სამსახური ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს. 4. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება; ბ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება; გ)ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება; 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და მოხელეებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1.  სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის; ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს მოხელეებისათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს. 3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 4🔗. განყოფილების ხელმძღვანელი 1.განყოფილების ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებს საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. 2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები  ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების  შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია: ა) მოახდინოს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ქსპლუატაციაში მიღება); ბ) მშენებლობის მონაწილეებზე მითითება გასცეს როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს; გ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილია შეამოწმოს დამრღვევი, რაზედაც ადგენს შემოწმების აქტს; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა ან/და მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება; ე) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირებას; ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან; ზ) საჭიროების შემთხვევაში, მერს წარუდგენს წინადადებებს ერთჯერადი კონსულტაციისათვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, მეცნიერების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე; თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51​​2,  51​​3, 53​​3, 52-ე, 55-ე, 55​​2, 55​3, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 77​1-77​2, 103-ე, 119​1, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 135-ე, 146​1, 148-ე, 150-ე,150​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2,  152-ე, 152​2, 153​​4, 159-ე, 159​1 მუხლებით,  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; ხოლო განიხილოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1-77​2, 103-ე, 119​1, 135-ე, 146​1, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 151​​2 გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები; ი) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 6🔗. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები 1. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოწმებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე. კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; კონტროლს შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და შემდგომ რეაგირებას; გ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას; დ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე ზედამხედველობას; ე) მშენებლობის მონაწილეებზე მითითების გაცემას, როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს; ვ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დასაბუთებელი ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა და/ან მშენებელი ორგანიზაციისგან დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მოთხოვნას; თ) სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მერისთვის წინადადებების წარდგენას, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერედი კონსულტაციისათვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, მეცნიერების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე, 150​​1, 152-ე, 153​​4, 159-ე, 159​1  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში განყოფილება ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს. მუხლი 7🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილების ფუნქციები 1. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების.  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს; ბ) სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას;  გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა) დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს;  დ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას; ე) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და ამავე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებას. ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51​​2,  51​​3, 53​​3, 52-ე, 55-ე, 55​​2, 55​3, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 77​1-77​2, 103-ე, 119​1, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 135-ე, 146​1, 148-ე, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2 და  152​2 მუხლებით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებითა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში განყოფილება ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს. 3. განყოფილება განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1-77​2, 103-ე, 119​1-, 151​​2 და 146​1  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.  მუხლი 8🔗. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე სრულ მონიტორინგსა და ტექნიკურ ზედამხედველობას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად მშენებელისთვის  გონივრული ვადის განსაზღვრას და აღნიშნულზე მერის ინფორმირებას; გ) მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში,  მისთვის შესაბამისი მითითებების მიცემას. საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას და აღნიშნულზე მერისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინფორმირებას; დ) შესრულებული სამუშაოების ხარისხის ეტაპობრივ კონტროლს; შესაბამისი საფუძვლის არსებობისას სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილ შესრულების აქტების დადასტურებას; ე) კომპეტენციის შესაბამისად, მერისთვის ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მერისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე წინადადების მიწოდებას; ზ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას; თ) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტის დამოწმებას; შუალედური და საბოლოო სამუშაოების შესრულების აქტების (ფორმა №2) განხილვას და მათზე შემდგომ რეაგირებას; ი) მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს; კ) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ლ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების აღრიცხვას; მ) სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მერისთვის წინადადებების წარდგენას, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერადი კონსულტაციისათვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, მეცნიერების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები  1. დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.