1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (ტექსტში შემდგომ - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს – მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, უფლებამოსილია: ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალურ მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლებას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანას;

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ხორციელდება: შპს „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ მეშვეობით;

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.

5. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.

6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესებ