„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.020365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2018 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ფიზიკური შემოწმებისას, თუ მონიტორინგის გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული სახეობის პროდუქციის შეჩერებას, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით.“.

2. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეჩერება:

გ.ა) სათანადო დასაბუთების არსებობისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებით დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას) ან/და საქონლის საკარანტინო სადგომზე განთავსება. ვეტერინარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ვეტერინარიული წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სადგომზე. ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, საკარანტინო სადგომი განისაზღვრება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან მის უშუალო სიახლოვეს, ან, ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ან დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საკარანტინო სადგომზე;

გ.ბ) ფიზიკური შემოწმებისას, თუ მონიტორინგის გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული სახეობის პროდუქციის შეჩერებას, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე; ვეტერინარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ვეტერინარიული წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი  განთავსდება საბაჟო საწყობში, ლაბორატორიული დასკვნის მიღებამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი