ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2018
ძალის დაკარგვა 09.06.2025
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 679 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2018 მიღება
09.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2018 წლის 2 თებერვალი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​I პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან  კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს  დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს“(შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; გ) საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი; ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. 2.საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. 3. საბჭოს თავმჯდომარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 5. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 6. საბჭოს წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი. 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით,ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.