,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 2 თებერვალი ქ. ლაგოდეხი |
„მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/12/17წ., 010250050.35.167.016334).“.
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს , მიმღებთა(ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური პროგრამებისათვის განსაზღვრულია – 507 000 (ხუთას შვიდი ათასი) ლარი , ხოლო ჯანდაცვის პროგრამისათვის – 106 000(ას ექვსი ათასი) ლარი ჯამში ,,მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია 613 000 (ექვსას ცამეტი ათასი) ლარით.“.
3. მე-10 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის – წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი (მგზავრობის ხარჯი) . “.
4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).“.
5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“.
6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საორგანიზაციო ნაწილში - მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“.
დადგენილებით დამტკიცებულული №2 დანართის 3.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
“
|
|